ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარისოციალური პროგრამებიროდიდან და ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს - დეტალები ტარიფების შესახებ

როდიდან და ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს – დეტალები ტარიფების შესახებ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების თემა განსაკუთრებით აქტუალურია. დღეს გაგიზიარებთ ბოლო ინფორმაციას, ამ ეტაპისთვის, რა ტარიფით მოგეწოდებათ ელექტროენერგია:

“თელასის” სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული:
თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 04 თეთრი
თვეში 101-301 კილოვატი – 19.05 თეთრი
თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 23.54 თეთრი
“ენერგო პროს” სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება:
თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 14.731 თეთრი
თვეში 101-301 კილოვატი – 18.707 თეთრი
თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 23.227 თეთრი

ბუნებრივი აირის გადასახადს რაც შეეხება, “თბილისი ენერჯის” აბონენტებისთვის 1 კუბური მეტრის ღირებულება საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის 53.971 თეთრია, ხოლო “სოკარის” აბონენტებისთვის 56.928 თეთრი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის პროგრამა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

სუბსიდია გაიცემა წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:

ა) დასუფთავების მოსაკრებელზე:

ა.ა) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით; ა.ბ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით;

ა.გ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით; ა.დ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი 10 ლარის ოდენობით;

ბ) წყლის გადასახადზე 4,52 ლარის ოდენობით;

გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად.

კომუნალური სუბსიდია აისახება კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე და დამატებით სადმე მიმართვა საჭირო არ არის. მთავარია, თავდაპირველად, თქვენი აბონენტის ნომერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდოთ, შემდეგ კი ავტომატურად დაიფარება თანხა.

ჯანდაცვის სამინისტრო კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასზე დაბალია და მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, კილოვატის ღირებულებას 3,5 თეთრით შეუმცირებს. ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან მცხეთაში მცხოვრები ადამიანებისათვის, წყალს კი არაუმეტეს 100 ლარისა აანაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ სუბსიდირების პროგრამა ბუნებრივ აირზე გადასახადის ანაზღაურებას არ გულისხმობს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05, ან თბილისის მერიას: 032 272 22 22

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ნოემბერი 24, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

24 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი