პარასკევი, ივნისი 6, 2025
spot_img
მთავარიგანათლებასამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი და საგრანტო ქულის გამოთვლის წესი – გამოცდები 2025

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი და საგრანტო ქულის გამოთვლის წესი – გამოცდები 2025

2025 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. მაგისტრობის მსურველთა გამოცდები ივლისის თვეში ჩატარდება, გრანტირებულთა შესახებ კი ინფორმაცია შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

როგორ გავიგოთ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მოვიპოვეთ თუ არა სამაგისტრო გრანტი.

ამ დეტალებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვიხსნის:

შეფასების სისტემა

სსგ-ის ტესტის სამი ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) თითოეულ დავალებას ახლავს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული ეს დავალება ფასდება 1, 0, ან -0,2 ქულით. სწორი პასუხის გაცემისათვის იწერება 1 ქულა, თუ არცერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა, ხოლო არასწორად გაცემული პასუხისათვის აკლდება 0,2 ქულა (ანუ, იწერება -0,2 ქულა). რაც შეეხება ტესტის
ანალიტიკური წერის ნაწილის ორ დავალებას, თითოეული მათგანი ფასდება მაქსიმუმ 9 ქულით და სწორდება წინასწარ დადგენილი შეფასების სქემის მიხედვით.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია:

ა) თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას;
ბ) მოითხოვოს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ტესტის ოთხივე ნაწილში;

გ) დააწესოს კომპეტენციის უფრო მაღალი მინიმალური ზღვარი ტესტის ერთი, რამდენიმე ან ყველა ნაწილისათვის.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ის კანდიდატები, რომლებმაც გადალახეს სსგ-ის ბარიერი, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების შედეგების მიხედვით, ან სსგ-ის შედეგებისა და მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების შედეგების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევს ჩარიცხვის პროცესში სსგ-ის შედეგების გათვალისწინებას, სასწავლებელი სსგ-სა და გამოცდას სპეციალობაში ანიჭებს გარკვეულ კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლი უნდა იყოს. ამასთან, სსგ- სთვის მინიჭებული კოეფიციენტი უნდა იყოს არანაკლებ 35-ისა და არაუმეტეს 65-ის ტოლი. სსგ-სთვის მინიჭებული კოეფიციენტი უნდა ნაწილდებოდეს ტესტის ოთხივე ნაწილზე (თითოეული ნაწილისათვის მისანიჭებელ კოეფიციენტს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მაგრამ ეს კოეფიციენტი თითოეული ნაწილისათვის არანაკლებ 5-ის ტოლი უნდა იყოს). სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის საკონკურსო ქულის დაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის მიხედვით: სსგ-ის თითოეული ნაწილისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ნორმირებული ქულები (მიღებული შეფასება გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტებზე და ჯამდება.

READ  „პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი

გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი. გრანტი გაიცემა კანდიდატის მიერ სსგ-ზე მიღებული აბსოლუტური საგრანტო ქულის მიხედვით. ქვემოთ მოგვყავს აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი.

ჯერ ტესტის თითოეული ნაწილისათვის ვპოულობთ კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ქულების ჯამს – საბოლოო ჯამურ ქულას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ რომელიმე ნაწილში მიღებული ქულების ჯამი უარყოფითია (რაც თეორიულად შესაძლებელია რომ მოხდეს), საბოლოო ჯამურ ქულად ტესტის ამ ნაწილში ჩაითვლება 0 ქულა.

ტესტის რამდენიმე ვარიანტის საჭიროების შემთხვევაში მოხდება ამ ვარიანტების გათანაბრება. ტესტის მოცემულ ნაწილში კანდიდატის მიერ მიღებული საბოლოო ჯამური ქულის მიხედვით დადგინდება მისი გათანაბრებული ქულა.

გათანაბრების პროცედურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ამის შემდეგ, ტესტის თითოეული ნაწილისათვის დადგინდება კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ე. წ. ნორმირებული ქულა. ტესტის მოცემულ ნაწილში მიღებული ნორმირებული ქულა წარმოადგენს კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ჯამური (ან რამდენიმე ვარიანტის საჭიროების შემთხვევაში − გათანაბრებული) ქულის შეფარდებას ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალურ ქულასთან.

აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოსათვლელად ვკრებთ ტესტის ოთხივე ნაწილში მიღებულ ნორმირებულ ქულებს და მიღებულ ჯამს ვამრავლებთ 40698000-ზე (რიცხვი 40698000 წარმოადგენს ტესტის ოთხივე ნაწილის მაქსიმალურ ქულათა (21-ის, 18-ის, 17-ის, 19-ის) უმცირესი საერთო ჯერადისა და 1000-ის ნამრავლს). საბოლოოდ მივიღებთ არაუარყოფით მთელ რიცხვს, რომელიც ჩაითვლება კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მიღებულ აბსოლუტურ საგრანტო ქულად.

მაგალითად, თუ კანდიდატმა, რომელმაც წარმატებით გაიარა სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი, წაკითხულის გააზრების ნაწილში მისი გათანაბრებული ქულაა 14,2, ანალიტიკური წერის ნაწილში – 5 (ზღვარი ვერ გადალახა), ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 15, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 17,8, მაშინ მისი აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება: ( 14,2 21 + 5 18 + 15 17 + 17,8 19 ) × 40698000 = 112862200.

READ  ანი ბებია შვილთან დაკავშირებით გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი