ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
spot_img
მთავარიგანათლებასამების ტაძარში წირვის დროს დატოვებული იქნება კორიდორი, სადაც უწყვეტად შეეძლება მრევლს შესვლა...

სამების ტაძარში წირვის დროს დატოვებული იქნება კორიდორი, სადაც უწყვეტად შეეძლება მრევლს შესვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც სამგლოვიარო დღეებში ვერ მოახერხეს სამების ტაძარში პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა დღესაც ექნებათ, როგორც ღვთიმსახურების დროს, ისე სამგლოვიარო მსვლელობისას.

მისი თქმით, სამგლოვიარო მსვლელობისას მარშრუტის გასწვრივ ცოცხალი დერეფნები მოეწყობა.

„15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შესვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის. ვიცი, რომ ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლად ჩაკეტილი არ იქნება, შეეძლებათ, შემოვიდნენ მსახურების დროს.

გადასვენების პროცესში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ კორიდორის მიღმა დადგნენ მარჯვნივ, მარცხნივ. იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდება გამოსვენება, სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ, რომ ასე მიაგონ საბოლოო გზაზე პატივი პატრიარქს. დერეფნები მოწესრიგებული იქნება ჯებირებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გამოცხადდება თუ არა სკოლებში საშემოდგომო არდადეგები და რამდენი უქმე დღეა დარჩენილი პირველი სემესტრის დასრულებამდე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი