პარასკევი, იანვარი 23, 2026
spot_img
მთავარიგანათლებასამწუხაროდ გამოვლინდა საექიმო საქმიანობის დარღვევა. მოვისმენთ ამ ექიმების მიერ ახსნა-განმარტებას, თუ რა...

სამწუხაროდ გამოვლინდა საექიმო საქმიანობის დარღვევა. მოვისმენთ ამ ექიმების მიერ ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით დანიშნეს პაციენტებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტები – ლევან რატიანი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა.

„სამწუხაროდ გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა. კერძოდ, მედიკამენტები მიზანმიმართულად არის დანიშნული იმ პაციენტებზე, რომლებიც არ საჭიროებდნენ ამ მედიკამენტებს და ჭარბად წარიმართა სარეცეპტო ღონისძიებები.

მოვისმენთ ამ ექიმების მიერ ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით და მიზეზით დანიშნეს პაციენტებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტები. მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს“, – აღნიშნა რატიანმა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ყალბ გვერდზე საბანკო მონაცემები შეიყვანეთ?
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი