ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
spot_img
მთავარიგანათლებასკოლის დირექტორის შერჩევის კონკურსის ახალი წესი დამტკიცდა - კანდიდატთა რეგისტრაცია 19 თებერვალს...

სკოლის დირექტორის შერჩევის კონკურსის ახალი წესი დამტკიცდა – კანდიდატთა რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება.

უწყება ამბობს, რომ გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები და გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება. სამინისტროს ცნობით, მიზანშეწონილად ჩათავლეს გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი”.

სამინისტრომ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

  • გაუქმდეს სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.
  • ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს:

  1. უმაღლესი განათლება;
  2. მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
  • საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

  • გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).

“დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას. როგორც აღინიშნა, ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის ის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნული პირები რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უთითებენ სამ სასურველ საჯარო სკოლას და კონკურსში ერთვებიან გასაუბრების ეტაპზე”, – აცხადებს სამინისტრო.

READ  ბავშვობაში გადატანილი ბულინგი მოზარდობაში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს – რა დაადგინეს იაპონელმა მეცნიერებმა

დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს:

  • ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
  • ბ) ფოტოსურათს;
  • გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
  • დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ;
  • ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
  • ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;
  • ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
  • თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;
  • ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 19 თებერვლიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი