ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
spot_img
მთავარიგანათლებატუალეტის ქაღალდის უცნაური ისტორია - როგორ გადაიქცა რბილი ქაღალდი კულტურულ რევოლუციად

ტუალეტის ქაღალდის უცნაური ისტორია – როგორ გადაიქცა რბილი ქაღალდი კულტურულ რევოლუციად

დღეს ის ზოგჯერ თეთრია, ზოგჯერ — ფერადი; ორფენიანი ან სამფენიანი, სუნამოს სუნიანი თუ ეკოლოგიური, მაგრამ იყო დრო, როცა ტუალეტის ქაღალდი არც არსებობდა.

ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში ტუალეტის ქაღალდის გარეშე ცხოვრობდნენ და ამისთვის ბუნებას ან რაც სახლში ჰქონდათ, იმას მიმართავდნენ. რომაელები საჯარო ტუალეტებში ჯოხზე შემოხვეულ ღრუბელს იყენებდნენ, რომელსაც საერთო წყალში რეცხავდნენ. ჩინეთში იყენებდნენ ბამბუკის, აბრეშუმის ან ხის თხელ ფირფიტებს, ვიკინგები — ხის ქერქს. შუა საუკუნეებში ევროპაში გამოყენებულ ნივთებს შორის იყო ჩალა, ნაჭრებიც და ცხოველთა ბეწვიც.

ისტორიულად, ტუალეტის ქაღალდის პირველი გამოყენება ჩინეთში მე-6 საუკუნეში ფიქსირდება, თუმცა მას მხოლოდ უმაღლესი ფენის წევრები იყენებდნენ. არსებული ცნობებით, 1393 წელს ჩინეთის იმპერატორის კარზე სპეციალურად დამზადდა 720,000 ფურცელი რბილი ქაღალდი მხოლოდ იმპერატორისა და მისი ოჯახისთვის. თითოეული ფურცელი ხელით იყო მოხატული და ზომით წიგნს ჰგავდა.

პირველი კომერციული ტუალეტის ქაღალდი 1857 წელს გამოჩნდა აშშ-ში. ჯოზეფ გეიტიმ შექმნა „Gayetty’s Medicated Paper“, რომელსაც აფთიაქებში ყიდდნენ და „სამედიცინო მიზნებისთვის უსაფრთხოს“ უწოდებდნენ.

მე-20 საუკუნეში, როცა მასობრივი წარმოება დაიწყო, მარკეტინგმა ტუალეტის ქაღალდს სხვა ფუნქციებიც შესძინა — კომფორტი, ჰიგიენა, თანამედროვეობა… განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სირბილეზე, რადგან საწყის ეტაპზე ქაღალდი ხისტი და უხეში იყო, რაც მომხმარებლებს აფრთხობდა.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ტუალეტის ქაღალდი აუცილებელი ნივთია, მსოფლიოს დიდი ნაწილი კვლავ წყალს იყენებს. აზიის ქვეყნებში (მაგალითად, იაპონიაში) ბიდეს ან ელექტრონულ სარეცხ სისტემებს ანიჭებენ უპირატესობას.

შეიძლება უბრალო უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ ტუალეტის ქაღალდი — როგორც სამომხმარებლო პროდუქტი — ინდუსტრიის, დიზაინისა და კულტურული ცვლილებების ნამდვილი მაგალითი გახდა.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი