ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაულტრაიისფერი სინათლის გამოყენებით, ახალი აღთქმის ერთი თავის აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს

ულტრაიისფერი სინათლის გამოყენებით, ახალი აღთქმის ერთი თავის აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს

მეცნიერთა განცხადებით, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე მეტი იმალებოდა ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსი გრიგორი კესელი აღმოჩენის შესახებ ჟურნალ New Testament Studies-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება. New Testament Studies წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის რეცენზირებამდელ აკადემიურ ჟურნალს.

კესელის ცნობით, მან ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით სცადა ენახა, რა ეწერა პალიმფსესტზე შესრულებული სიტყვების სამი შრის ქვეშ. პალიმფსესტი არის უძველეს ხელნაწერთა ტიპი, რომელსაც სხვა ნაწერებზე მაღლიდან გადასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ხშირად მაინც რჩებოდა თავდაპირველი ნაწერის კვალი.

პალიმფსესტებს ძველად პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. ამ მასალაზე სიტყვებს განმეორებით წერდნენ იქამდე, ვიდრე ქვეშ მოქცეულ სიტყვებს რამდენიმე შრე არ დაფარავდა.

კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-12 თავის დიდი ხნის უნახავ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, დაახლოებით 1500 წლის წინ, ბიბლიის ძველ სირიულ თარგმანში შედიოდა. კესელის განცხადებით, ტექსტი მან ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერში აღმოაჩინა.

აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ხელნაწერი მკვლევრებს „უნიკალურ კარიბჭეს“ სთავაზობს ბიბლიის ტექსტობრივი ევოლუციის ადრეული ფაზების შესასწავლად. ჩანს ტექსტის თანამედროვე თარგმანისგან გარკვეული სხვაობებიც.

მაგალითად, პრესრელიზის მიხედვით, მათეს 12:1-ის თავდაპირველ ბერძნულ ვერსიაში წერია: „ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა“.

ახლად აღმოჩენილ სირიულ თარგმანში კი ოდნავ სხვაგვარად წერია: „დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა“.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრანგი ფერმერების ოჯახის ტექნოლოგია

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი