პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიუფსკრულის პირას, დანაღმულ ველზე ვიარე, ვნახე როგორ აწამებდნენ ბავშვებს – გიორგი ფხაკაძის...

უფსკრულის პირას, დანაღმულ ველზე ვიარე, ვნახე როგორ აწამებდნენ ბავშვებს – გიორგი ფხაკაძის რთული და გრძელი გზა ქუთაისიდან ჟენევამდე

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.

დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…

გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.

ყველაფერი თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ბუდაპეშტის ქუჩიდან დაიწყო, სადაც ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში სანიტრად, შემდეგ კი ექთნად მუშაობდა.

როგორც თავად ამბობს, „დედათა და ბავშვთა ცენტრში“ მუშაობისას ლაბორატორიაში რაღაცებს აკეთებინებდნენ და „კინაღამ იქაურობა ააფეთქა“.

“თავგადასავლები“ დაიწყო ასე:

„22 წლის ვიყავი, დიპლომი რომ მქონდა უკვე. ჩემს დანაზე ვინ დაწვებოდა. მე ახლა 22 წლის ქირურგს თითს არ გავაჭრევინებ, მაგრამ ასე მოხდა. ქუთაისში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. იყო უამრავი საინტერესო პროექტი. მივხვდი, რომ ჩემმა ზრდამ საქართველოში პიკს მიაღწია და ბევრ ორგანიზაციაში, ინსტიტუტში აპლიკაცია გავაგზავნე და აი სიურპირიზიც – ნეპალის უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ იყო გაეროს კომისარიატი, სადაც ცოტა ხანს ვმუშაობდი.

იქ ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ნეპალში ექიმის პოზიციაზე ვმუშაობდი. ლიცენზიაც მაქვს აღებული, როგორც პრაქტიკოსი ექიმი. გავაკეთე ჩემი მაგისტრატურა და ეს იყო ჩემი დაბადება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.

ნეპალში დავინახე, რომ თუ შენ ტექნიკურად ძლიერი ხარ, ვერც ერთი ადამიანი, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეს, ვერაფერს გიზამენ.

ერთმა ადამიანმა დაწერა, რომ მიგრანტი ნეპალელების 10% შიდსით ინფიცირებულიაო. დამაინტერესა ამ თემამ და ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამ მხრივ. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ორგანიზაცია გვერდით არ დამიდგა, ფიქრობდნენ, ვინ არის ეს სტუდენტი საქართველოდანო. წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი