ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს

ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს

ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს, რომელსაც „გვადა უარყოფითი” ეწოდა. ეს იმიტომ, რომ პაციენტი წარმოშობით კარიბის ზღვის არქიპელაგ გვადელუპადანაა. მისი იდენტიფიკაცია ოპერაციამდე ამ ინდივიდის სხეულიდან აღებული ნიმუშის მოპოვებიდან 15 წლის შემდეგ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სისხლის ცენტრმა (EFS) გაავრცელა.

„EFS-მა ახლახან მსოფლიოს სისხლის ჯგუფთა 48-ე სისტემა აღმოაჩინა. ეს მიგნება სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISBT) მილანში ივნისის დასაწყისში ოფიციალურად აღიარა”, – ვკითხულობთ LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრში მომუშავე და კვლევაში მონაწილე სამედიცინო ბიოლოგ ტერი პეირარდის თქმით, პაციენტის უჩვეულო ანტისხეული პირველად 2011 წელს შენიშნეს. ამის მიუხედავად, მაშინდელი რესურსები უფრო სიღრმისეული შესწავლის საშუალებას არ იძლეოდა.

ეს მოგვიანებით, 2019 წელს, მოხერხდა. მეცნიერებმა დნმ-ის გაშიფვრის ისეთი მეთოდი გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც დიდი რაოდენობით მონაცემების მცირე დროში გაანალიზებაა შესაძლებელი. ამან გენეტიკური მუტაცია გამოავლინა. თავად პაციენტი 54 წლის იყო და პარიზში ცხოვრობდა, როცა ოპერაციის წინ რუტინულ შემოწმებებს იტარებდა. მის ბიოლოგიურ მასალაში უცნობი ანტისხეული სწორედ მაშინ დაფიქსირდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი ჯგუფის სისხლი მხოლოდ ამ ერთ ადამიანს აქვს, ანუ იგი მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა თავსებადი. მათი თქმით, ქალმა ასეთი სისხლი მემკვიდრეობით დედისგან და მამისგან მიიღო, რომელთაც მუტირებული გენი ჰქონდათ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი სისხლის ჯგუფით სხვა ადამიანებსაც მიაგნებენ, რადგან ეს მათთვის უკეთესი სამედიცინო დახმარების გაწევას შეუწყობს ხელს.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ნახეთ ახალი წესები, თუ ჩინეთში მოგზაურობას გეგმავთ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი