რა ხდება მაშინ, როდესაც ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ სხვა ეროვნების და რელიგიის ადამიანი შეგიყვარდა. როგორია ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ გადალახო ის წინააღმდეგობები, რაც შესაძლოა სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე დაგხვდეს? – ხშირად ასეთი ზღაპრები არც ისე კარგად მთავრდება, მაგრამ ჩვენს რესპონდენტს,მარიამ ხიდაშელსგაუმართლა.
- მისი მეუღლე აფშინი, ირანელია. ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, დაქორწინდნენ და სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მარიამს მეუღლის სამშობლოში ირანში მოუწია ჩასვლა. რა დახვდა იქ და რისი მოლოდინი ჰქონდა, როგორია ცხოვრება ირანში, ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სამყაროსგან განსხვავებული წესები მოქმედებს
– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის დროს გავიცანით. ერთმანეთი შეგვიყვარდა და სწორედ ჩემ გამო გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. აფშინი ტურისტი იყო მალე უწევდა ქვეყნის დატოვება, პანდემიის გამო, ერთწლიანი ვიზა მიიღო და ასე მოახერხა დარჩენა საქართველოში. სამი წელი თბილისში ვიცხოვრეთ. ირანში პირველად დეკემბერში წავედით, რადგან მისი ერთადერთი დის ქორწილი ახლოვდებოდა.
საქართველოში პრობლემები გვქონდა ვიზასთან და ბინადრობასთან დაკავშირებით თუმცა, ვფიქრობდი, რომ მოვაგვარებდით, სამწუხაროდ, აქამდე უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი ბრძოლა.
– თქვენი და აფშინის ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ქორწინებას. რა სირთულეები შეგხვდათ?
– აფშინის ოჯახიდან ყოველთვის სრული მხარდაჭერა გვქონდა. ჩემი და მისი ოჯახი პირველად ჩვენს ქორწილში შეხვდნენ. შემდეგ დედამთილ-მამამთილი ზამთარშიც გვესტუმრნენ, არაჩვეულებივი დრო გავატარეთ, ვაჩვენეთ ულამაზესი ბათუმი. სირთულეები მხოლოდ საქართველოში საბუთის აღებაზე აქვს.
– რითი მოგხიბლათ აფშინმა, როდესაც ამხელა კულტურული სხვაობაა, რა იცოდით მანამდე ირანზე?
– აფშინის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და ცდილობს იყოს თავისი თავის საუკეთესო ვერსია. ყველაფერს პოზიტიური კუთხით უყურებს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, თვალებიდანაც კი სიკეთეს ასხივებს. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ირანზე თითქმის არაფერი ვიცოდი, გარდა ისტორიის წიგნში ნასწავლი ისტორიული თემებისა. პირველად ძალიან მეშინოდა ამ ქვეყნის, ნათესავებისგან, ახლობლებისგან და მეგობრებისგან ძალიან ნეგატიური ინფორმაციები მესმოდა ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე მოქმედებდა და ვერ ვიჯერებდი აფშინის მიერ მოყოლილ ამბებს, თუმცა თანაცხოვრებისას და ირანელებთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ირანის შესახებ უმეტესობა პროპაგანდის ნაწილია და რეალობა რადიკალურად სხვა არის. განაგრძეთ კითხვა
მასალის გამოყენების პირობები