ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ჯანმრთელობაქვეყანაში "მეტაპნევმო" ვირუსმა დაიწყო გავრცელება

ქვეყანაში “მეტაპნევმო” ვირუსმა დაიწყო გავრცელება

ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ახალი ვირუსის მახასიათებლებზე საუბრობს. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო ორი კვირაა, “მეტაპნევმო” ვირუსმა დაიწყო გავრცელება. ექიმს ამის თქმის საფუძველს ლაბორატორიული მონაცემები აძლევს.

შესწავლილი ნიმუშების 30% “მეტაპნევმო” ვირუსია. მისი სიმპტომები და დაავადების მიმდინარეობა სხვა სეზონური გრიპების იდენტურია. დიფერენცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ინფიცირებულთა უმრავლესობას მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება ესაჭიროება.

“მეტაპნევმო” ვირუსთან ერთად, ვრცელდება ადენო და პაროვირუსიც. არის ინფექციების თანდართული შემთხვევებიც.

რესპირატორული ვირუსების სეზონის მსგავსი ხანგრძლივობა, ბოლო 10 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა. ექიმები ინფექციებისა და ვირუსების ცირკულაციის ცვლილებას პანდემიურ პერიოდს უკავშირებენ.

მედიკოსები ამბობენ, რომ რესპირატორული ვირუსი, თვისებებისა და მახასიათებლების მიხედვით, საშიში არ არის, თუმცა საყურადღებოა. სპეციალისტები ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ისევ ელოდებიან.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი - ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი საქართველოს და მეცენატის სხვა საქველმოქმედო პროექტები
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი