პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ყურსასმენების ხანგრძლივი დროით გამოყენებამ, შესაძლოა, ჩვენი სმენის უნარი დააქვეითოს" - ექიმი

„ყურსასმენების ხანგრძლივი დროით გამოყენებამ, შესაძლოა, ჩვენი სმენის უნარი დააქვეითოს” – ექიმი

მუსიკის ხმამაღალი მოსმენა შესაძლოა სმენის დაქვეითების ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორად იქცეს – ამის შესახებ ექიმი გიორგი ოდიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სმარტფონებში შესაძლებელია ხმაურის დონის რეგულირება, პრობლემას ქმნის თავად მოსმენის ხანგრძლივობაც.

„ყურსასმენების ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა ჩვენი სმენის უნარი დააქვეითოს. ისინი არიან მოთავსებული გარეთა სასმენ მილში ღრმად, დაფის აპკთან ახლოს. აკუსტიკური ტალღების გამოყოფა ასე ახლოს და მათი გადაცემა შუა და შიგნითა ყურზე, სადაც საბოლოოდ მოთავსებულია სასმენი ორგანო და სმენის რეცეპტორები, სწორედ აქ შეიძლება ხანგრძლივად, მაღალ ხმაზე მოსმენილმა გამოიწვიოს რეცეპტორების განადგურება. ეს რისკი განსაკუთრებით იზრდება, თუ ჩვენ მუსიკას 85 დეციბელზე მაღლა ვუსმენთ. დეციბელებისდარეგულირება კი თანამედროვე მობილურის სმარტფონებში უკვე შესაძლებელია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად დეციბელებისა, ხანგრძლივი ორგანო მაინც იტვირთება მუსიკის ხანგრძლივად მოსმენის დროსდა არის შანსი სმენის დაქვეითების. საუკეთესო რჩევაა 60/60-ის წესი, რაც ნიშნავს იმას, რომ არაუმეტეს 1 საათისა და არაუმეტეს 60 დეციბელისა უნდა ვუსმენდეთ მუსიკას. ერთსაათიანი სმენის შემდეგ 5-10 წუთიანი პაუზა საკმარისია, რომ ჩვენი სასმენი ორგანო არ გადაიტვირთოს და საბოლოო ჯამში არ მივიღოთ ის შედეგი, რასაც სმენის დაქვეითება ჰქვია“, – ამბობს ექიმი.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  პროდუქტები, რომლებიც ბავშვის ტვინს კონცენტრაციაში ეხმარება - რა ვაჭამოთ მოსწავლეებს, რომ არდადეგების შემდეგ სწავლის რეჟიმს სწრაფად დაუბრუნდნენ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი