პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიშამპანურით სავსე აუზი, 400 0000-დოლარიანი ნაგვის ურნები, სასახლეები..- როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი...

შამპანურით სავსე აუზი, 400 0000-დოლარიანი ნაგვის ურნები, სასახლეები..- როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი მებრძოლი?

კონორ მაკგრეგორი არა მხოლოდ ყველაზე მდიდარ მებრძოლად მიიჩნევა, არამედ სრულიად სპორტის სამყაროშიც. ირლანდიელი მებრძოლი შერეული ტიპის ორთაბრძოლებში გამოდის, პროფესიონალურ კრივშიც ჰქონია შედეგები. თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა UFC-ში გამოსვლამ. პირველია მსოფლიოში, რომელსაც ერთდროულად ორი ქამარი აქვს, სხვადასვხა წონით კატეგორიაში.

2f2c0f4500000578-0-image-a-74-1449586130752-1725358251.jpg

ბავშვობა დუბლინში გაატარა და იქვე ფეხბურთის თამაშით იყო გატაცებული. 2006 წელს ოჯახი ლუკანში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ ამ ქალაქში დაიწყო ორთაბრძოლებში ჩართვა.

პირველი ბრძოლა UFC-ში 2013 წელს ჰქონდა და პირველმა გამარჯვებამ 84 ათასი დოლარი მოუტანა. ნელ-ნელა ზრდიდა ჰონორარს და მისი პოპულარობაც მატულობდა. დამატებით აძლევდნენ ბონუსებს გამარჯვებისა და ნოკაუტისთვის. მალე ავიდა თანხა ასეულ ათასობით დოლარზე, ხოლო მერე – მილიონებზეც. ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ბრძოლაში 4,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ერთ-ერთი ბოლო ორთაბრძოლა ფლოიდთან ისეთი გახმაურებული გამოდგა, უზარმაზარი ფული მოუტანა ორგანიზატორებს მისმა ტრანსლირებამ, ხოლოდ ჰონორარი მართლაც რეკორდული იყო – 85 მლნ დოლარი, რიტაც მაკგრეგორი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის სათავეებში მოხვდა.

maxresdefault-1725358260.jpg

ახლა მაკგრეგორის ქონებაზე და სიმდიდრეზე მითებსაც ყვებიან. ბოლო მონაცემებით მისი ქონება 500 მლნ დოლარად იყო შეფასებული. რამდენიმე სასახლე აქვს სხვადასხვა ქალაქში, თითო 50-დან 100 მლნ დოლარის ღირებულების, ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია, იახტა, ძვირად ღირებული ნიანგები, შამპანურით სავსე აუზი, 400-ათასდოლარიანი ლუი ვიტონის ნაგვის ურნები და რა აღარ… იხილეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ეს არის ბინა, სადაც წლების წინ ქირით ვცხოვრობდი“ – თამო ვაშალომიძე გვიზიარებს სახლის კადრებს, სადაც დიდი დრო გაატარა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი