პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაშეიმუშავეს სისხლის ტესტი, რომელიც ტვინის კიბოს ადრეულ სტადიაზე ავლენს

შეიმუშავეს სისხლის ტესტი, რომელიც ტვინის კიბოს ადრეულ სტადიაზე ავლენს

მეცნიერებმა სისხლის ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც ტვინის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შეუძლია. საუბარია გლიობლასტომაზე და ახლა მისი დიაგნოზის დასმა სისხლის ანალიზით, ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება.

ტესტი ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და მას გლიობლასტომის ნიშნების აღმოჩენა ერთი საათის განმავლობაში შეუძლია. მოწყობილობა მარტივი გამოსაყენებელია და საჭიროებს მხოლოდ სისხლის მცირე სინჯს (დაახლოებით 100 მიკროლიტრი სისხლი).

კიბოს ბიომარკერები
გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს უაღრესად აგრესიული და ავთვისებიანი ფორმაა. დაავადების დიაგნოზის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა მხოლოდ 12-დან 18 თვემდე ცხოვრობს. როგორც წესი, ინვაზიური ბიოფსია გლიობლასტომის დიაგნოსტიკის საბოლოო გზაა. ეს სიმსივნიდან ქსოვილის ნიმუშის აღებასა და მის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევას გულისხმობს.

სისხლის ახალი ტესტი ტვინის კიბოს ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების კარგი შესაძლებლობა იქნება. აღსანიშნავია, რომ ტესტი კეთდება ავტომატური მოწყობილობის საშუალებით.

ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატარა ბიოჩიპია, რომელიც იყენებს ელექტროკინეტიკურ სენსორს. გლიობლასტომის სადიაგნოსტიკო მოწყობილობაში ელექტროკინეტიკური სენსორი გამოიყენება უჯრედგარე ვეზიკულების დასაჭერად და გამოსავლენად. სწორედ ეს შეიცავს დაავადებასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს. ცილაზე დაფუძნებული ეს ბიომარკერები ცნობილია როგორც ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორები (EGFR) და ისინი ჭარბადაა გამოხატული გლიობლასტომაში.

მკვლევრების თქმით, ბიოჩიპი წარმოუდგენლად მგრძნობიარე და შერჩევითია, რაც მას საშუალებას აძლევს განასხვაოს აქტიური და არააქტიური EGFR-იები. წყარო

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი