კვირა, აპრილი 13, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფიქრების უსწრაფესად წაკითხვა შეუძლია

შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფიქრების უსწრაფესად წაკითხვა შეუძლია

მეცნიერებმა “ტვინის დეკოდერში” ხელოვნური ინტელექტის ახალი სისტემა შეიყვანეს, რომელსაც ადამიანის ფიქრების ტექსტად გარდაქმნა უსწრაფესად შეუძლია.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, ალგორითმი ადამიანის ტვინს ძალიან სწრაფად “ერგება”. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი სისტემის გამოყენება ბევრ ადამიანზე იქნება შესაძლებელი.

მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა აფაზიის მქონე ადამიანებს დაეხმარება. ცნობისთვის, აფაზიის მქონე პირებს კომუნიკაციის უნარი შეზღუდული აქვთ.

ტვინის დეკოდერი მანქანურ დასწავლას იყენებს, რათა ადამიანის ფიქრები ტექსტად თარგმნოს. აქამდე ამისთვის პაციენტის MRI აპარატის ქვეშ მოთავსება იყო საჭირო და მოწყობილობა კონკრეტული ადამიანების ტვინის შესწავლის შემდეგ მუშაობდა. პარალელურად, პაციენტს ხმები უნდა მოესმინა და უკვე ამის შემდეგ აღბეჭდავდა მის ფიქრებს მოწყობილობა.

„აფაზიის მქონე ადამიანებისთვის რთულია ენის გაგება და მეტყველება. ეს ტვინის დეკოდერის მუშაობასაც ართულებს, რადგან პაციენტს სიტყვების გარჩევაც უჭირს”, – თქვა კვლევის თანაავტორმა, ალექსანდრე ჰუტმა.

ახალ კვლევაში, რომელიც 6 თებერვალს ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა, ჰუტმა ეს გამოწვევა დაძლია.

„ჩვენ გვინდოდა უნივერსალური დეკოდერის შექმნა, რომელიც სხვადასხვა ადამიანის ფიქრებს წაიკითხავდა. აქამდე ეს შეუძლებელი იყო”, – აღნიშნა ჰუტმა.

მკვლევრებმა თავიდან ტვინის დეკოდერი რამდენიმე ადამიანზე გაწვრთნეს. მათ მონაცემები MRI-ის გამოყენებით მოიპოვეს, რა დროსაც კვლევის მონაწილეები რადიოს 10 საათის განმავლობაში უსმენდნენ.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა ორი ალგორითმი სხვა ადამიანებზეც გაწვრთნეს. პირველი ალგორითმი იმ ადამიანებზე გაწვრთნეს, რომლებიც რადიოს 70 წუთის განმავლობაში უსმენდნენ, ხოლო მეორე ალგორითმი Pixar-ის ანიმაციების მაყურებლებზე გაიწვრთნა.

ამ ორი დაკვირვების გათვალისწინებით, მკვლევრებმა ერთი უნივერსალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელსაც ადამიანების ფიქრის გაშიფვრა რამდენიმე საათიანი (სპეციფიკური) წვრთნის გარეშეც შეუძლია.

ჰუტის თქმით, დეკოდერი ადამიანების სიტყვების ზუსტ შიფრაციას არ აკეთებს, მას შეუძლია გამოიტანოს აზრი. ამიტომ, წინადადება პირდაპირ (სიტყვა-სიტყვით) არ იშიფრება, იშიფრება აზრი.

„აღსანიშნავი ისაა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია ენის მონაცემების გარეშეც კი. ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ მსგავსი დეკოდერი მაშინაც კი, თუ ადამიანი უყურებს უხმო ვიდეოს”, – უთხრა ჰუტმა Live Science-ს.

READ  რა იყო მამაკაცის უძველესი პროფესია და რატომ გახდა ის შეურაცხმყოფელი სიტყვა

ახლა მკვლევრებს მოწყობილობის გამოცდა აფაზიის მქონე პაციენტებზე უნდათ.

კვლევა ნათარგმნია პორტალ on.ge-ს მიერ

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული წონა?

როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული წონა?

13 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი