ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
spot_img
მთავარიგანათლებაშეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

მართლმადიდებლური სწავლებით ჯვრისწერა, ქორწინება შვიდ ქრისტიანულ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რომელიც თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა. იგი ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სიმბოლოა. ქრისტიანთა ქორწინება თავისი არსით წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის არა მარტო გარეგნულ შეერთებას, არამედ მათი სულების შინაგან განმთლიანებას. საეკლესიო სამართალში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხია განსაზღვრული, რაც საზოგადოებაში ხშირად არასწორად არის ხოლმე გაგებული და დამკვიდრებული.

საეკლესიო ვებგვერდი ამბიონი წერს დღეების შესახებ, როცა ჯვრისწერა არ აღესრულება

ჯვრისწერა – ქორწინების საიდუმლო არ აღესრულება მრავალდღიანი მარხვების განმავლობაში (დიდ-მარხვაში, შობის, პეტრე-პავლობისა და ღვთისმშობლის მიძინების – მარიამობის მარხვებში);

ასევე შობიდან ნათლისღებამდე (ახალი სტილით 7 იანვრიდან 19 იანვრამდე – ჩათვლით), რადგან ეს დღეები ეკლესიის მიერ აღიარებულია განსაკუთრებულად წმინდა დღეებად და მორწმუნეთა საზეიმო-სადღესასწაულო განწყობა არ უნდა დაირღვეს საზრუნავებითა და ქორწინებისათვის მზადებით;

ასევე ქორწინების საიდუმლო არ სრულდება ყველიერის კვირაში (დიდ-მარხვის დაწყების წინა კვირა) და ბრწყინვალე შვიდეულში (აღდგომის შემდეგი კვირა); ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს (ახალი სტილით 11 სექტემბერს) და უფლის ჯვართამაღლების დღესასწაულზე (ახალი სტილით 27 სექტემბერს); ამას გარდა, ქორწინების საიდუმლო არ აღესრულება ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს.

გამონაკლისები ამ წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ მმართველი მღვდელმთავრის ნებართვით, რომელსაც ეკლესიის მიერ მიცემული აქვს უფლება გაითვალისწინოს სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებანი, თვით დასაქორწინებელთა მდგომარეობა და, გამონაკლისის სახით, ნება დართოს მათ და მღვდელმსახურს ქორწინების საიდუმლოს აღსრულებაზე ზემორე ჩამოთვლილ დღეებში. ასეთი გამონაკლისები დაიშვება ადამიანური უძლურების გათვალისწინებით და ქრისტიანული სიყვარულის გამოხატულების ნიშნად.

წყარო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რატომ გამოდიან ფეხბურთელები მოედანზე ბავშვებთან ერთად
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი