შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად...

„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად არ შემიძლია“ – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე

გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის – „შვილის“ გასული ეპიზოდის სტუმარი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. ნანიკომ ვრცლად და ემოციურად ისაუბრა მამის შესახებ და გაიხსენა, რა გადაიტანა მაშინ, როდესაც დემენციით დაავადებული მამა მოხუცთა პანსიონში მიიყვანა.

„[მამის დიაგნოზის შემდეგ] ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, სულ ვტიროდი, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, სამსახურში არ ვიყავი პროდუქტიული, ჩემს შვილთან ვიყავი უბედურება, სულ ვჩხუბობდი, ერთ დღეს მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ გამომივა.

დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად მამაჩემი არავის უყვარს და ჩემზე მეტად არავის უნდა, ის თავს კარგად გრძნობდეს.

შესაძლოა, ახლა, ამ გადაწყვეტილების მიღებაზე რომ ვსაუბრობ, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.

ვიცი, რომ მამაჩემი იქ დაასრულებს სიცოცხლეს და ეს არის ყველაზე სევდიანი, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია, რა გავაკეთო? არ შემიძლია“, – აღნიშნავს ნანიკო ხაზარაძე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?" - რა წერია დღიურში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირის დედამ წლების შემდეგ იპოვა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი