ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიეტების 90% იმიტომ სრულდება უშედეგოდ, რომ ჩვენ ვებრძვით შედეგს – წონას და არა მიზეზს, რომელიც ჩვენს ფსიქიკაშია დალექილი:
„შეწყვიტეთ შიმშილი.
სხეული არ არის თქვენი მტერი.
იცით, რატომ სრულდება დიეტების 90% უშედეგოდ?
იმიტომ, რომ ჩვენ ვებრძვით შედეგს – წონას,
და არა მიზეზს, რომელიც ჩვენს ფსიქიკაშია დალექილი.
თქვენი ზედმეტი წონა სისუსტე არ არის.
ეს არის ჯავშანი.
როცა ვაგროვებთ წყენას, შიშს და გამოუთქმელ ემოციებს –
„ფსიქოლოგიურ ტოქსინებს“ – სხეული იწყებს დაცვას
და ქმნის ბუფერს გარე სამყაროსთან.
შეგიძლიათ ჭამოთ ზომიერად,
მაგრამ თუ თქვენი შინაგანი ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, კორტიზოლი ცხიმს მაინც შეინარჩუნებს.
ეს უკვე ფიზიოლოგიაა – არა ხასიათი.
ამიტომ ტრანსფორმაცია იწყება
არა თეფშზე, არამედ სარკეში
საკუთარ თავთან გულწრფელი შეხვედრით.
და სწორედ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი
წონის კორექცია.
აი სამი ფსიქოლოგიური გასაღები, რომელიც დაგეხმარებათ:
პირველი – დაასრულეთ ომი საკუთარ თავთან.
ნუ ეჩხუბებით სხეულს.
ადლერის პრინციპით, შეცვალეთ მიზანი:
არა „დაკლება“, არამედ თავისუფლება.
მეორე – გააცნობიერეთ შფოთვის მიზეზი.
რას გაურბიხართ ჭამის დროს –
მარტოობას? მოწყენილობას?
დაარქვით ემოციას სახელი
და ის ძალას დაკარგავს.
მესამე – ძილი, როგორც წამალი.
ქრონიკული უძილობა ნიშნავს
მეტაბოლურ დისბალანსს.
მიეცით სხეულს დასვენების საშუალება
და ნახავთ, როგორ დაიწყებს მეტაბოლიზმი აღდგენას.
წონა არ არის პრობლემა.
წონა არის სიმპტომი“- წერს ნატა გაგუა.


