19 ნოემბერი მეფის დღეა, ირაკლი ჩარკვიანი 64 წლის გახდებოდა. მისი თაობა ირაკლის გარეშე წარმოუდგენელია. იყო კაშკაშა და მისაბაძი. უსმენდი, მოგწონდა და მისდევდი მის ტენდენციას. იყო მეამბოხე, რევოლუციონერი, ქართველიც და მსოფლიო კონტექსტის მატარებელიც.
“ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან.
მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი“ – ასე ახასიათებდა შვილს გელა ჩარკვიანი.
გელა ჩარკვიანს შვილის თაობაზე რომ დიდი გავლენა ჰქონდა, ამას “ზმნასთან” დათო ევგენიძეც იხსენებს. ჩარკვიანების სახლში გამართულ როკ-ოპერებს, ცხადია, უკვალოდ არ ჩაუვლია. ეს ახალი თაობის ინსპირაციის წყარო იყო.
აი, რას იხსენებდა გელა ჩარკვიანი:
“ირაკლი ერთ ინტერვიუში წერდა: მამაჩემის მთელი მუსიკალური შემოქმედება, როკ-ოპერები, “ნარგიზა და ქალბატონი ნელი”, ჩემ თვალწინ იწერებოდა, სრულდებოდა და აბსოლუტურად კონფრონტაციულ პროდუქტს წარმოადგენდა. იმ დროის, 1970-იანების ჰიპურ წლებში, მუსიკალური კონტრკულტურის კერა და ჭეშმარიტი “ანდერგრაუნდი” ჩემი საკუთარი სახლი იყო. ანდერგრაუნდი თანამედროვე ქართული ტექსტებით ჩემს ოჯახში იშვაო. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა ირაკლიზე გავლენა იქონია.”… განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ
როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


