“ვერც ტელევიზორს ვადევნებ აქტიურად თვალს, ვერც სოციალურ მედიას, მაგრამ რა უნდა მითხრან ახალი?! ყველაფერი ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს. წლების განმავლობაში უზარმაზარ გალავნებს რომ იშენებენ, არიან შიშებში, ეჭვიანობაში და ათას უბედურებებში…”, – ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა…
მას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ.
– ქალბატონო მაკა, ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ თვით ქვეყნის ორგზის პრემიერზე აღიძრა საქმე, მილიონობით უკანონო შემოსავალთან დაკავშირებით. ხომ არ ყოფილა კითხვის ნიშნები თქვენს ოჯახთან მიმართებაშიც?
– ჯერ არ მახსენდება, ვინმეს კითხვები ჰქონოდა, მაგრამ ახლა თუ ექნებათ, ჯობია, მოვიდნენ და შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ. კითხვის ნიშნებს იქვე, სასწრაფოდ დაამთავრებენ. ყველას ემჩნევა გარეგნულადაც, ვინ როგორ ცხოვრობს. დუშეთში ეზოს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან, მე და გიორგი დავდევთ.
– ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი და პირველი ლედი…
– ნუ, როგორც არის… რომ ვუყურებ, ევროპაში როგორც არის, პატარა, დაბალი ღობეები აქვთ, უბრალოდ ის ტერიტორიაა შემოსაზღვრული, იცოდნენ, ერთმანეთთან რა ზოლიც აცილებთ, ასე ვართ ჩვენც იმ დღიდან, რაც კი დუშეთში გადმოვედით. ღამე კარს არც კი ვკეტავ, აზრი არ აქვს, ერთი ფეხის მორტყმა უნდა და ვისაც შემოსვლა სურს, თავისუფლად შემოვა.
სულ მქონდა კითხვა: ეს ხალხი საჯარო სამსახურში რომ მიდის და მერე მილიონებს ითვლიან, ჩვენთან ასე რატომ არ მოხდა-მეთქი?..
საერთოდ, ცხოვრებაში არ მქონია იმის მოთხოვნილება, ძალიან ბევრი ფული მქონოდა, რადგან ვთვლი, რომ ფული მამონასი, ეშმაკისეულია. მსურდა მხოლოდ იმდენი, რაც ელემენტარულისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის არის საჭირო – ბავშვები დაპურებული გყავდეს, განათლება მისცე, სახლი მოწესრიგებული, ხანდახან ცოტა მოაგროვო, სამოგზაუროდ და დასასვენებლად წახვიდე… რამდენიმე თვეა, დამხმარეც აღარ გვყავს, ამხელა სახლში ორ ბავშვთან ერთად ყველა საქმეს თავად ვაკეთებთ, თან ვირუსი შეგვხვდა და ყველანი ავად ვიყავით. ვერც ტელევიზორს ვადევნებ აქტიურად თვალს, ვერც სოციალურ მედიას, მაგრამ რა უნდა მითხრან ახალი?! ყველაფერი ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს. წლების განმავლობაში რომ უზარმაზარ გალავნებს იშენებენ, არიან შიშებში და ეჭვიანობაში, ათას უბედურებებში…
– როგორი ურთიერთობა გქონდათ ოჯახებს, როცა ხელისუფლებაში ერთდროულად იყავით?
– ესენი ხომ ერთმანეთზე სულ კომპრომატებს აგროვებენ და როცა ხედავენ, შენ მაგათთან არაფერი გესაქმება, მერე ბრაზობენ. იქიდან სულ ბრაზი იყო, გიორგი არასოდეს ყოფილა გაბრაზებული. ერთადერთი ჩემთვისაც მიუღებელია – რომ ვხედავ, ადამიანი საჯარო სამსახურში ქვეყანას რომ ემსახუროს, ამის ნაცვლად საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.
– ეს მაშინაც იგრძნობოდა?
– ასეთი რამეები აუცილებლად იგრძნობა. ყველამ ვიცოდით თუნდაც მის ძალიან ძვირად ღირებულ საათებზე და საიდან იყო ეს? საათები კი არა, მანქანა ძლივს გამოვცვალე, ბავშვები რომ ვატარო. ცოტა მე მოვაგროვე, დანარჩენად ჩემი უფროსი შვილი დამეხმარა. გიორგის საერთოდ არ აქვს, გაფუჭებულია მისი მანქანა, მოტორს ელოდება… ნახეთ ვრცლად
ასევე ნახეთ:
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


