გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაუპატიურებული არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს, რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა.
„ჩემი სიძეა უნამუსო. მისი ცოლი, ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. აზალხანი, რომელიც ახლა დაკავებულია ჩემი ვაჟია და 4 ოჯახს არჩენდა, მათ შორის ამ უნამუსო სიძეს.
ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე. ჩვენ 12 გოგო მას ვანდეთ და ეს ასე მოიქცა. მოსაკლავია! ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს, ან ჩვენ ვიზამთ ამას“, – ამბობს არასრულწლოვანის ბებია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე გაუპატიურების მუხლებით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები