შაბათი, აპრილი 5, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე: „დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი არ...

ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე: „დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი არ მოუკითხავთ…“

ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ცისნამი თავისი მშობლების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დედამ და მამამ ის დატოვეს და მისით არასდროს დაინტერესებულან.

როგორც ცისნამი ამბობს, ორივე მშობელმა ის მარტოობისთვის გაიმეტა.

„მთელი 37 წლის მანძილზე კარგი ადამიანი ვიყავი. თუ ვინმეს რამეს ვაწყენინებდი ყველას ბოდიშს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი. ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი. კარგმა გოგოობამ მხოლოდ მავნო და მატკინა. თურმე უკეთესია იყო ცუდი გოგო.

ცუდებს უფრო დიდ პატივს სცემენ ცხოვრებაში.

ეს რამდენიმე დღეა ვუყურებდი თამუნა მუსერიძის ბედნიერებას, ბიოლოგიურ მამას რომ შეხვდა და თვალები სიხარულის ცრემლებით მევსებოდა.

ერთხელ არ მოსდომებია ჩემს ბიოლოგიურ მამას ჩემთან შეხვედრა და ჩემი ნახვა.

ამასაც ხომ ბედი უნდა არა?!

წლებია უკვე აქეთ ვეხვეწები დედას ჩემთან ურთიერთობასა და სიახლოვეს.

მოკლედ, ყელში ამომივიდა კარგი გოგოს როლის თამაში და ყოველთვის სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. მე ანგარიში არასდროს არავინ გამიწია.

თვითონ ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე! დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი არ მოუკითხავთ.

ჩემთვის ორივე ცუდი ადამიანია. ორივემ მატკინა და მარტოობისთვის გამიმეტა. მე ჩემს ბიოლოგიურ ნათესავებს არ ვიცნობ, არც ახლობლებს. ყველა თავს არიდებს ჩემთან ურთიერთობას… ახლა ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმაც მიმატოვა.

მას შემდეგ რაც გავიგე ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, სულ ვმალავდი და ჩუმად ვიყავი, რადგან მათ ანგარიშს ვუწევდი.

ახლა უკვე ყელში ამომივიდა!

ჩემი ბიოლოგიური დედა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი გორისიდან არის – ნანა შეყლაშვილი, რომელსაც ახალგაზრდობაში სქესობრივი აქტი ჰქონდა ვინმე ბადრი კაპანაძესთან, ისიც საჩხერის რომელიღაცა სოფლიდან არის და ასე გავჩნდი მე.

არც ერთმა არ მომაკითხა არასდროს. არც ერთმა არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე რომ ჩემი მენტალური ჯანმრთელობა შეარყიეს.

აქეთ ვიხვეწებოდი სიყვარულსა და ყურადღებას.

საერთოდ ღმერთმა როგორ გაღირსათ ოჯახი და შვილები თქვენ?!

READ  „როგორც აი, იმ ფოტოზე, 2 წლის რომ ვარ და მუშტაიდის ცხენზე ამხედრებულს მიმაგრებ ზურგს, დღესაც ასე გვამაგრებ და გვაძლიერებ ყველას“ – გია ბაღაშვილის ემოციური მიმართვა დედას

საშინელი ადამიანები ხართ!

ჩემს წინაშე ორივე დამნაშავე ხართ!

არასდროს აღარ გაგიწევთ ანგარიშს!

მთელმა საქართველომ ნახა თამუნას მამასთან შეხვედრის კადრები და გულს იმედი მივეცი, აი, ან ახლა შემეხმიანება მამაჩემი, უეჭველი მეც გავიცნობ და ვნახავთქო.

ჯანდაბაშიც წასულხართ ორივე!

ვისაც მე არ ვუნდივარ, მეც აღარ მინდა!

მე თქვენ ცხოვრება დამიმახინჯეთ! გავიზარდე უსიყვარულოდ და უპატრონოდ!

აქეთ ვიყავი მთელი ცხოვრება ყველას პატრონი, მაგრამ დაუნახავი ადამიანების მეტი არავინ არ შემრჩა ხელთ!

დღეიდან აღარ ვარ კარგი და კეთილი გოგო, დღეიდან ცუდი გოგო ვარ!!!!

უნდა ვყოფილიყავი ნათია კაპანაძე და ახლა ვიღაც ცისნამი საყვარლიშვილი ვარ!

საერთოდ ვინ ჯანდაბა ვარ?! ვის დავკარგვივარ?!!!“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

3 April, 2025
აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აპრილი 4, 2025
სააღდგომო პასკის რეცეპტები კუთხეების მიხედვით – ტრადიციები, რომლებსაც დრო ვერ ერევა!

სააღდგომო პასკის რეცეპტები კუთხეების მიხედვით – ტრადიციები, რომლებსაც დრო ვერ ერევა!

5 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი