ორშაბათი, მაისი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლება"წიგნის კითხვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს ცვლის" - გაიცანით მეათეკლასელი მირიან...

“წიგნის კითხვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს ცვლის” – გაიცანით მეათეკლასელი მირიან სვანაძე ვანის სკოლიდან, რომელმაც “წიგნების თაროში” მაყურებელს შესანიშნავი ბლიცით დაამახსოვრა თავი

მირიან სვანაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეა. ის საზოგადოებამ პროექტიდან “წიგნების თარო” გაიცნო. სადებიუტო ბლიცში მირიანმა, ამ ეტაპისთვის, გადაცემის მე-14 სასკოლო სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა და 1 წუთში 25 სწორი პასუხის მოგროვება შეძლო. მირიან სვანაძე წიგნების კითხვის სიყვარულისა და საკუთარი ინტერესების შესახებ ჩვენს მკითხველს უფრო ვრცლად უყვება:

– კითხვა საკმაოდ მცირე ასაკში შემიყვარდა. ბავშვობიდანვე ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა და ნაწარმოები მომწონდა და სწორედ ამ ჟანრიდანაა წიგნი, რომელმაც კითხვის პროცესი შემაყვარა. კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკების” სერიაზე ვსაუბრობ. ის, წლების შემდეგაც, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნად რჩება და ამ ნაწარმოებზე მეგობრებთან ერთად დღესაც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. შემდეგ, ყოველი ახალი წაკითხული ნაწარმოები ჩემთვის მოტივაციად იქცა, რომ კითხვა გამეგრძელებინა და ამ პროცესისგან სიამოვნება მიმეღო.

– როგორ ფიქრობ, ის ფაქტი, რომ წიგნების წაკითხვა გიყვარს, რას ცვლის შენს ცხოვრებაში? რაში გეხმარება ზოგადი განათლება?

– წიგნის კითხვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ის აზროვნებას ავითარებს, განვითარებული აზროვნება კი ბევრი რამის წინასწარ განჭვრეტაში მეხმარება. ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს და სწორედ წიგნებისგან ვიღებ ძალიან დიდი რაოდენობით სასარგებლო ინფორმაციას. ძალიან მიყვარს გონებაში სხვადასხვა პერსონაჟთა ვიზუალური პორტრეტების დახატვა და მათი გაცოცხლება. მომწონს, როდესაც პერსონაჟსა და საკუთარ თავს შორის მსგავსებას აღმოვაჩენ. რაც შეეხება ზოგად განათლებას, ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და პიროვნულ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.

– სკოლაში რა საგნებს ანიჭებ უპირატესობას, რა მიმართულება უფრო მეტად გაინტერესებს?

– სკოლაში სწავლისას უპირატესობას ჰუმანიტარული მიმართულების საგნებს ვანიჭებ, განსაკუთრებით კი – ისტორიას, სამართალსა და ქართულ ლიტერატურას. ძალიან მიყვარს ისტორიული მოვლენების შესწავლა და მათი გაანალიზება. ასევე, სასწავლებელში არსებული ძალიან საინტერესო სწავლებისა და პროექტების გამო, დაინტერესებული ვარ რელიგიითა და მისი ისტორიის შესწავლით.

– სკოლის პარალელურად, ხომ არ არის რაიმე პროექტები, ოლიმპიადები, რაშიც ერთვები ხოლმე?

READ  გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

– სკოლის პარალელურად, სხვადასხვა პროექტსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას მცირე ასაკიდანვე ვიღებ. არაერთხელ მომიპოვებია სხვადასხვა ოლიმპიადის ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლები, რაც ყოველთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. დღესდღეობით გატაცებული ვარ ინტელექტუალური თამაშებით და ყოველთვის ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო და გავიმარჯვო. სრულად

მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი