შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები“ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, უნდა დაგვაფიქროს და უკეთესი გაგვხადოს…” – ექსკლუზიური...

“ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, უნდა დაგვაფიქროს და უკეთესი გაგვხადოს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან

shenisilamaze.ge მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს „პულმანში“ გაიმართა, მომღერალ ლიზა ბაგრატიონს ესაუბრა…

– ქალბატონო ლიზა, როგორ მოგწონთ ვანო აბულაძის ეს გამოფენა და რას გვეტყვით თავად მხატვარზე?…

– ბატონი ვანო ჩემთვის უკვე ათწლეულებია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემოქმედი, მხატვარი და ადამიანია, რომელიც ალამაზებს პირადად ჩემი და ყველა მისი თაყვანისმცემლის ცხოვრებას. დღევანდელ გამოფენას რაც შეეხება, ეს სულ სხვა თემატიკაა. ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით. ამის ასე ლამაზად, ასეთი ფიქრით, ამ მასშტაბით წარმოდგენა ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ იყო სიურპრიზი იმ მხრივ, რომ ზუსტად ვიცი, მის პოტენციალს, ნიჭიერებას, გონიერებას არ აქვს საზღვარი. თუმცა დღევანდელი ნამუშევრებით მაინც შეძრული ვარ იმიტომ, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა და სილამაზე, ხელოვნება ასევე ემსახურება იმას, რომ ჩვენ დაგვაფიქროს, უკეთესი გაგვხადოს და მიგვანიშნოს იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს.

დღეს ბატონმა ვანომ ეს ზედმიწევნით კარგად  შეასრულა. ერთი მხრივ, გამოგიტყდებით, რომ წავალ დამძიმებული ამ გამოფენიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ იმედს მაძლევს იმისა, რომ ხვალ უფრო მშვიდობიანი, გამთლიანებული საქართველო და ბედნიერი მომავალი გველის. იმიტომ, რომ, როდესაც ასეთი მოაზროვნე შემოქმედები არიან ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანამ კარგად უნდა იცხოვროს…

ბატონ ვანოს პირადად ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მაქვს დიდი ბედნიერება მასთან ურთიერთობისა…

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... "ჩინჩლავს" - ვინ არის და რას საქმიანობს ბიჭუნა ფილმიდან "იმერული ესკიზები"
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი