შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაჰაჯი მექაში: ექვსი მიზეზი, რატომაც წელს ამდენი პილიგრიმი დაიღუპა

ჰაჯი მექაში: ექვსი მიზეზი, რატომაც წელს ამდენი პილიგრიმი დაიღუპა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მექაში, წლევანდელი ჰაჯის (მუსლიმთა პილიგრიმობა მექაში) დროს, სულ მცირე, 1301 პილიგრიმი დაიღუპა. აბსოლუტური უმრავლესობა მცხუნვარე მზეზე გადახურებისგან გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები BBC-მ გაარკვია.

რა მოხდა?

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, დაღუპულთა სამ მეოთხედზე მეტს, ჰაჯის დროს ქვეყანაში ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა. ჰაჯი არის გრანდიოზული მასშტაბის ღონისძიება. მასში, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. ისლამის კანონები ავალდებულებს თითოეულ მორწმუნეს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეასრულოს ჰაჯი, თუ ის ფიზიკურად საკმარისად ძლიერია ამისთვის და არ არის ძალიან ღარიბი.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მომლოცველთა ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების ეფექტიანად და წარმატებით განხორციელების შესახებ ისაუბრა. როგორც ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, ჰაჯის დროს ხალხის დიდი რაოდენობისა და მცხუნვარე სიცხის მიუხედავად, ინფექციური დაავადებების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ რელიგიურ რიტუალში მონაწილეობდა დაახლოებით 1,83 მილიონი მომლოცველი, რომელთაგან 1,6 მილიონზე მეტი უცხოეთიდან ჩავიდა. დაღუპულთა რიცხვი BBC-მ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, თუმცა ჰაჯიდან დაბრუნებულმა ადამიანებმა აღწერეს, რა პირობებში ჩატარდა წლევანდელი პილიგრიმობა. მათი ისტორიებიდან გამომდინარე, სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის ექვსი ძირითადი ფაქტორი შეიძლება გამოიკვეთოს.

1. ექსტრემალური სიცხე 

მთავარი ფაქტორი იყო ძალიან ძლიერი სიცხე, რომელიც ჰაჯის დაემთხვა. მექაში ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში 51 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა და მხოლოდ ხანდახან, ისიც ღამით, 40 გრადუს ცელსიუსამდე ჩამოდიოდა. ბევრ მომლოცველს, განსაკუთრებით მოხუცებსა და ავადმყოფებს ძალიან გაუჭირდათ, რადგან მცხუნვარე მზისგან თავის დაცვა და უზარმაზარ გაშლილ სივრცეში ჩრდილის პოვნა შეუძლებელი იყო. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მომლოცველი ჰაჯიზე დასასწრებად არალეგალურად, სათანადო ნებართვის გარეშე ჩავიდა, ასევე მკვეთრად ზღუდავდა მათ სამედიცინო დახმარებას.

ხელისუფლებამ პროცესის პარალელურად „გამაგრილებელი სადგურები“ მოაწყო, მაგრამ ბევრისთვის არაბული სიცხე სასიკვდილო აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჰაჯის დროს ძლიერ სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ახალი მოვლენა არ არის. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის შემდგომმა ცვლილებამ შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს. კვლევის თანახმად, თუ საშუალო ტემპერატურა 1,5 გრადუსით მოიმატებს, ჰაჯის დროს სითბური დარტყმის რისკი შეიძლება ხუთჯერ გაიზარდოს. „მხოლოდ ღვთის წყალობით გადავრჩი, რადგან წარმოუდგენლად ცხელა“, – თქვა ნიგერიელმა პილიგრიმმა აიშა იდრისმა. „მხოლოდ ქოლგით გადავადგილდებოდი და გამუდმებით წყალს ვისხამდი“, – ამბობს ის.

2. ხალხმრავლობა და სანიტარული პრობლემები

ცუდ საცხოვრებელ პირობებს წელს ბევრი მომლოცველი უჩიოდა. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ მათი კარვები გადატვირთული იყო, არ მუშაობდა გაგრილების სისტემა და არც სანიტარული ნორმები იყო დაცული. მომლოცველთა თქმით, სიცხისა და ხალხმრავლობის გამო, მასაში მყოფი ადამიანები ხშირად იკარგებოდნ

3. ტრანსპორტთან დაკავშირებული  პრობლემები

ზოგიერთი ცნობით, წლევანდელი ჰაჯის დროს მომლოცველებს მცხუნვარე სიცხეში საკმაოდ დიდი მანძილის ფეხით გავლა მოუწიათ. მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ამტკიცებს, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მან შვიდი კილომეტრი გაიარა ისე, რომ ვერც ჩრდილი იპოვა სადმე და არც წყალი ჰქონდა. მისი თქმით, გზების გადაკეტვის გამო, მომლოცველებს გაცილებით დიდი მანძილის გავლა უწევდათ, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. ამან კი გაზარდა სითბური დარტყმისა და დეჰიდრატაციის რისკი, რაც ადამიანის თვითშეგრძნებას საფრთხეს უქმნის.

4. სამედიცინო დახმარების დაგვიანება

ზოგიერთი მომლოცველი უჩიოდა სამედიცინო დახმარების ნაკლებობას ან არ არსებობას. პილიგრიმები სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხანგრძლივ მოლოდინსა და სამედიცინო პერსონალის უყურადღებობაზე საუბრობენ. მომლოცველი, სახელად ამინა, ამტკიცებს, რომ თითქმის ნახევარი საათი ელოდა სასწრაფოს დახმარების აღმოჩენას მეგობრისთვის, რომელიც კლაუსტროფობიის შეტევას განიცდიდა. ბოლოს და ბოლოს, სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ ექიმმა პაციენტს ზედაპირულად შეხედა და განაცხადა, რომ ის უკვე წესრიგში იყო. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ მომლოცველთა ჯანმრთელობის დაცვისთვის, დაახლოებით, 190 საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება, ათასობით სამედიცინო პერსონალი და ასობით სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიყენეს.

5. მომლოცველები საბუთების გარეშე

პილიგრიმობაში მონაწილეობა ჰაჯის სათანადო ვიზის გარეშე უსაფრთხო არ არის.
ოფიციალური დოკუმენტების გარეშე მომლოცველებმა შეიძლება თავი აარიდონ ოფიციალურ პირებთან კონტაქტს მაშინაც კი, თუ მათ დახმარება სჭირდებათ. ეს კი  სატრანსპორტო ნაკადების მართვას და სამედიცინო დახმარების გაწევას ართულებს. ითვლება, რომ სწორედ ეს არის ჰაჯის დროს მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. არაბი დიპლომატის თქმით, 630-ზე მეტ დაღუპულ ეგვიპტელს საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჰაჯიზე არალეგალი ემიგრანტების დაშვებასთან ბრძოლას ცდილობს. მათი იდენტიფიცირებისთვის, ოფიციალურ მომლოცველებს ბარათები წმინდა ადგილებში შესასვლელად სპეციალური საშვები ეძლევათ.

6. ასაკოვანი, უძლური და ავადმყოფი მომლოცველები

ბევრი მომლოცველი მთელი სიცოცხლე ელოდება მომენტს, რომ ჰაჯიში მიიღოს მონაწილეობა. სხვებს კი იმედი აქვთ, ისე გაუმართლებთ, რომ პილიგრიმობის დროს გარდაიცვლებიან. მაგალითად, ბანგლადეშის მუსლიმთა თემი ჰაჯის დროს სიკვდილს დიდ წარმატებად მიიჩნევს, რადგან ეს გარდაცვლილს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყოველწლიურად ჰაჯის დროს გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დაიღუპა. მუსლიმური სწავლების მიხედვით,  საუდის არაბეთში ალ-ბაქის სასაფლაო თავად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა დააარსა. სწორედ ამიტომ ეს ადგილი მორწმუნე მუსლიმისთვის უაღრესად სასურველი სამარხია.

რა ხდება, როდესაც ჰაჯის დროს ვინმე კვდება?

თუ მომლოცველი ჰაჯის დროს  იღუპება, მისი გარდაცვალების შესახებ ეცნობებათ ნათესავებს, რომლებიც ცხედრის იდენტიფიცირებას ახდენენ. ამის შემდეგ ცხედარს განბანენ, სუდარაში ახვევენ და საუდის არაბეთის მთავრობის მიერ საგანგებოდ მოწყობილ საყინულეებში გადააქვთ. დაკრძალვის ცერემონია ცნობილ მეჩეთში ტარდება, თავად საფლავები კი მარტივია, ზოგჯერ ერთგან რამდენიმე ცხედარს ერთად მარხავენ. მნიშვნელოვანია, რომ სასაფლაოს ჩანაწერები დეტალურად აღწერს თითოეული მიცვალებულს, რაც ოჯახებს იდენტიფირების საშუალებას აძლევს. საუდის არაბეთის მთავრობა, დამხმარე ჯგუფებთან ერთად, ცდილობს, ყველა მომლოცველის პატივით დაკრძალვა უზრუნველჰყოს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი