ყველა ბავშვი უნიკალურია და თითოეულ მათგანს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც, საკუთარ ასაკთან შედარებით, უფრო განვითარებულები არიან და იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ეს ნორმაა. ჟურნალმა Reader’s Digest-მა შეადგინა 10 ნიშანი, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა, მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება:
დაჩქარებული განვითარება
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები ხშირად განვითარების ყველა ძირითად ეტაპს უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე მათი თანატოლები. მაგალითად, ისინი ძალიან ადრე იწყებენ ლაპარაკს და მათი ლექსიკაც სწრაფად იზრდება და მრავალფეროვნდება. ორი წლის ასაკში, ან კიდევ უფრო ადრეც, ასეთ ბავშვებს რთული წინადადებების თქმა შეუძლიათ, მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ აზრს და სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული ცოდნა აქვთ.
განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს შესანიშნავი უნარი აქვთ, რომ განმეორებითი მოქმედებები შეამჩნიონ და თანატოლებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად დაიმახსოვრონ. მაგალითად, მათ შეუძლიათ, გაიხსენონ, ზუსტად რამდენი კუბი ეტევა სათამაშო სატვირთო ავტომობილში, ან კიდე ყურადღება მიაქციონ, იმას, რომ ავტობუსი სახლის წინ ერთსა და იმავე დროს ჩაივლის.
დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა
ნიჭიერი ბავშვები მხოლოდ მათ გარშემო არსებული სამყაროთი არ ინტერესდებიან – მათ უმცირესი დეტალებიც კი აინტერესებთ და იმდენ შეკითხვას სვამენ, შესაძლოა, პასუხების გაცემას ვეღარ ასწრებდეთ. ასეთ ბავშვებს ყველაფერი, ზოგჯერ უცნაური რაღაცებიც აინტერესებთ. მაგალითად, სვამენ შეკითხვას როგორაა აწყობილი ტოსტერი, რას მიირთმევენ პლანეტის ძუძუმწოვრები და ასე შემდეგ.