ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
spot_img
მთავარიგანათლება10 ფილმი, რომელიც შემოდგომას კიდევ უფრო შეგაყვარებთ

10 ფილმი, რომელიც შემოდგომას კიდევ უფრო შეგაყვარებთ

სე­რი­ა­ლე­ბის ან საყ­ვა­რე­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა წვი­მის ხმის ფონ­ზე, სე­ირ­ნო­ბა გა­ნა­თე­ბულ ხე­ი­ვან­ში, პლედ­ში გახ­ვე­უ­ლი სა­ღა­მოს სა­უბ­რე­ბი ფინ­ჯა­ნი ჩაის თან­ხლე­ბით – დიახ, ეს შე­მოდ­გო­მის შე­მად­გე­ნე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ამ დროს კი­დევ უფრო მყუდ­როს ხდის.

გთა­ვა­ზობთ 10 ყვე­ლა­ზე სა­შე­მოდ­გო­მო ფილ­მს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ წე­ლი­წა­დის ამ დროს უნდა ნა­ხოთ:

1. “ბო­იფ­რენ­დი მო­მავ­ლი­დან”

არ­სე­ბობს რა­ღაც, რისი შეც­ვლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია – სწო­რედ ამა­ში რწმუნ­დე­ბა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის ერთ-ერთ პაბ­ში თა­ვის გუ­ლის­წორს ხვდე­ბა. ფილ­მი გაჟ­ღენ­თი­ლია შე­მოდ­გო­მის ლონ­დო­ნის მყუდ­რო ატ­მოს­ფე­რო­თი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი იუ­მო­რი­თა და სიყ­ვა­რუ­ლის უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­ით.

2. “შე­პყრო­ბი­ლი”

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფილ­მი უსას­რუ­ლო ვნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ხში­რად გო­ნე­ბას გვი­ფან­ტავს. ნიუ-იორ­კის ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და­ი­ან კრი­უ­გე­რი, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მის სა­უნ­დტრე­კე­ბით წვი­მე­ბის სე­ზონს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­გაყ­ვა­რებთ.

3. “როცა ჰარი შეხ­ვდა სა­ლის“

ფილ­მი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პა­ემ­ნით და­ი­წყო და 12 წელი გაგ­რძელ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი სიყ­ვა­რუ­ლით დას­რულ­და. კად­რებ­შია: შე­მოდ­გო­მის ნიუ-იორ­კი, მო­დუ­რი პი­ჯა­კე­ბი, მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ირო­ნი­უ­ლი დი­ა­ლო­გე­ბი და რა თქმა უნდა, რო­მან­ტი­კუ­ლი ქა­ლა­ქის ატ­მოს­ფე­რო. სხვა­თა­შო­რის, ფილმმა სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­თვის ბრი­ტა­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა.

4. “მონა ლი­ზას ღი­მი­ლი“

ფილ­მი, რო­მელ­მაც აშშ-ში ნახ­ვე­ბის რე­ი­ტინ­გი მოხ­სნა, ხოლო ჯუ­ლია რო­ბერტსს უპ­რე­ცენ­დენ­ტო ჰო­ნო­რა­რი (2003 წელი) 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით მო­უ­ტა­ნა. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი მოგ­ვი­თხრობს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლი­და.

5. “სახ­ლი ტბას­თან“

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეს­თე­ტი­უ­რი სა­შე­მოდ­გო­მო ფილ­მი, რო­მე­ლიც ორი გმი­რის სიყ­ვა­რულ­ზე მოგ­ვი­თხრობს. ისი­ნი სხვა­დას­ხვა დრო­ში, თუმ­ცა ერ­თსა და იმა­ვე სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ – სახ­ლში ტბის პი­რას. ფიჭ­ვის ტყით შე­მო­სა­ზღვრუ­ლი ულა­მა­ზე­სი გა­რე­მო ხდე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც მათი უხი­ლა­ვი შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა – მი­მო­წე­რის წყა­ლო­ბით.

6. “სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა”

ჯეინ ოს­ტი­ნის ლე­გენ­და­რულ ნა­წარ­მო­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­კულ­ტო ის­ტო­რია მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პრო­ვინ­ცი­ულ ინ­გლის­ში ცხოვ­რე­ბას აღ­წერს. ულა­მა­ზე­სი ელი­ზა­ბეტ ბე­ნე­ტი (კირა ნა­ით­ლი), შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცივ და პრი­მი­ტი­ულ სნობ­ზე, მის­ტერ დარ­სი­ზე. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა შე­მოდ­გო­მის ინ­გლი­სუ­რი პე­ი­ზა­ჟე­ბის ფონ­ზე, თა­ვი­სი ჟან­რის სა­კულ­ტო ფილ­მად იქცა და ოს­კარ­ზე ოთხჯერ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

READ  VIDEO: „საით მიდიხარ“ სოფიკო ჭიაურელი გია ყანჩელის ცნობილ მელოდიას ასრულებს – იშვიათი ვიდეო, რომელსაც ზაკ მირიანაშვილი გვიზიარებს

7. “შე­მოდ­გო­მა ნიუ-იორკში”

ნიუ-იორკში რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე გან­თქმუ­ლია გულ­გრი­ლო­ბი­თა და ერთჯე­რა­დი რო­მა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა შარ­ლო­ტას­თან შეხ­ვედ­რა ცვლის მის ცხოვ­რე­ბას და თავ­და­ყი­რა აყე­ნებს მის იდე­ას სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბი, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩე­ბი და ახალ­გაზ­რდა ვა­ი­ნო­ნა რა­ი­დე­რი იყო იდე­ა­ლუ­რი ნა­ზა­ვი შე­მოდ­გო­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფილ­მის­თვის.

8. “ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი”

ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფილ­მი სიყ­ვა­რულ­ზე, რომ­ლის სი­უ­ჟეტ­ში მთა­ვარ გმირს მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა შე­უყ­ვარ­დე­ბა. მისი ოპ­ტი­მიზ­მი, სი­ლა­მა­ზე და რწმე­ნა ეხ­მა­რე­ბა გმირს გა­და­ხე­დოს მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ცხოვ­რე­ბის მი­მართ. ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი­სა და შარ­ლიზ ტე­რო­ნის კად­რებ­მა დიდი ხა­ნია მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნა და კი­ნოს ერთ-ერთი კლა­სი­კაც გახ­და.

9. “თქვენ­თვის წე­რი­ლია”

ფილმში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა და ფო­თოლცვე­ნის ულა­მა­ზეს კად­რებს გვთა­ვა­ზობს. ის ინ­ტერ­ნე­ტით გაც­ნო­ბილ წყვილ­ზეა, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან.

მეგ რა­ი­ა­ნი და ტომ ჰენკსი შე­სა­ნიშ­ნავ ტან­დემს ქმნი­ან.

10. “მე­დი­სო­ნის ხი­დე­ბი”

ფრან­ჩეს­კა – ფერ­მე­რის ცოლი და ორი შვი­ლის დე­დაა. მის მო­ნო­ტო­ნურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბა რო­ბერ­ტი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია მარ­ტო ცხოვ­რობს, მაგ­რამ ეს შეხ­ვედ­რა მის ცხოვ­რე­ბა­საც ცვლის. მათ ვნე­ბი­ა­ნად და და­უ­ფიქ­რებ­ლად უყ­ვარ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი, თუმ­ცა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მხო­ლოდ 4 დღე აქვთ. ფილმში მე­რილ სტრი­პი­სა და კლინტ ის­ტვუ­დის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დუ­ე­ტის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი