ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"13 წლის ასაკ­ში სა­ო­ცა­რი ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და... ინსულტით გარდაცვლილი, 26 წლის მამაკაცის გული...

“13 წლის ასაკ­ში სა­ო­ცა­რი ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და… ინსულტით გარდაცვლილი, 26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს” – 21 წლის ქართველი გოგონას მძიმე ისტორია

გულს იმ პა­ცი­ენტს უნერ­გა­ვენ, ვი­საც გუ­ლის ისე­თი მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბა აქვს, რაც წამ­ლე­ბი­თა და სხვა ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტთა 95%-ის მდგო­მა­რე­ო­ბა, დატ­ვირ­თვი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის თვალ­საზ­რი­სით, საგ­რძნობ­ლად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა… რთუ­ლი და სა­რის­კო ოპე­რა­ცი­აა, რა­საც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა ახ­ლავს.

ახლა 21 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ქეთი ქა­რუ­მი­ძის ამ­ბა­ვი უნდა მო­გიყ­ვეთ, – მას გული 13 წლის ასაკ­ში გა­და­უ­ნერ­გეს. თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად, გო­გო­ნას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი აქვს გა­მოვ­ლი­ლი.

რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მის­თვის გუ­ლის გა­და­ნერგვა, რო­გორ დაძ­ლია ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მა და დღეს რო­გორ გრძნობს თავს, ამა­ზე ქეთი გვი­ამ­ბობს.

– ქეთი, ვიდ­რე შენს თავ­გა­და­სა­ვალს მოგ­ვიყ­ვე­ბი, გვი­თხა­რი, ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობ?

– ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო, 9 კლა­სის შემ­დეგ, სას­წავ­ლებ­ლად პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯში გა­და­ვე­დი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი ჯერ კონ­დი­ტე­რია და შემ­დეგ კუ­ლი­ნა­რია შე­ვის­წავ­ლე. ახლა სტა­ჟი­ო­რი ვარ და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას ვა­პი­რებ. აქამ­დეც ვმუ­შა­ობ­დი, ჯერ სას­ტუმ­რო­ში – სა­უზ­მე­ზე და ხალ­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა ბარ­შიც მი­წევ­და. ვი­ყა­ვი ერთ-ერთ ჰი­პერ­მარ­კეტ­შიც…

– ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა რო­გორ და რო­დის და­გე­წყო?

– მე 8 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი და მა­რი­ა­მი – 11-ის, როცა მშობ­ლებ­მა ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე შეგ­ვიყ­ვა­ნეს. იქ სი­ა­რუ­ლი ორი­ვეს ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წელი ვი­ა­რეთ და ჩემს დას მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო – ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იღ­ლე­ბო­და და ტუ­ჩე­ბი ულურ­ჯდე­ბო­და.

მე ამას ვერ ვა­ტყობ­დი, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი… მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩემი მშობ­ლე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, იქ­ნებ ექიმ­თან მი­იყ­ვა­ნოთ და გა­ი­გოთ, რა იწ­ვევს ამა­სო… როცა შე­ა­მოწ­მეს, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა.

– რა და­ა­ვა­დე­ბა?

– რესტრიქ­ცი­უ­ლი კად­რი­ო­მი­ო­პა­თია. კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია სამ­ნა­ი­რია, მაგ­რამ რესტრიქ­ცი­უ­ლი შე­უს­წავ­ლე­ლია. ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იკ­ვლე­ვენ. იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა და მსოფ­ლი­ო­ში თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ ადა­მი­ანს თუ აქვს. მა­რი­ამს კარ­გა ხანს იკ­ვლევ­დნენ, ბევრ ექიმ­თან ჰყავ­დათ. მერე ცეკ­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და მხო­ლოდ მე დავ­დი­ო­დი.

ერთხე­ლაც ექიმ­მა ჩემს მშობ­ლებს უთხრა, სხვა შვი­ლე­ბი, ანუ თქვე­ნი გო­გო­ნას და-ძმაც შე­ა­მოწ­მე­თო. მა­შინ ჩემი ძმა იო­ა­ნე, რო­მე­ლიც ახლა 12 წლი­საა, ჯერ არ იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, მარ­ტო მე ვი­ყა­ვი და მე შე­მა­მოწ­მეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ გუ­ლე­ბი გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ერ­თნა­ი­რი გვქონ­და… მეც იგი­ვე პრობ­ლე­მა მქონ­და.

– მოკ­ლედ, ოჯახ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ფიქ­რა­ლი გაჩ­ნდა, ბავ­შვებს შე­უს­წავ­ლე­ლი და­ა­ვა­დე­ბა და­გიდ­გინ­დათ…

– კი. ჩვე­ნი კვლე­ვა, დაკ­ვირ­ვე­ბა ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პე­რი­ო­დუ­ლად გარ­კვე­ულ მო­ნა­ცე­მებს უცხო­ეთ­შიც აგ­ზავ­ნიდ­ნენ… ბევ­რი რამ არ მახ­სოვს, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რაც მშობ­ლე­ბის­გან ვიცი, ეს არის… მე არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქონ­და – არც მალე ვიღ­ლე­ბო­დი და არც ტუ­ჩე­ბი მი­ლურ­ჯდე­ბო­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცეკ­ვი­დან მეც გა­მო­მიყ­ვა­ნეს. სკო­ლა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დავ­დი­ო­დი. გააგრძელეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ჰონგ კონგის ტოპ ღირსშესანიშნაობები

ჰონგ კონგის ტოპ ღირსშესანიშნაობები

13 February, 2025
10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს

თებერვალი 13, 2025
SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

13 თებერვალი 2025
რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

თებერვალი 12, 2025
საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

თებერვალი 13, 2025
სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

თებერვალი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

თებერვალი 12, 2025
კანის დატენიანების რუტინა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ელასტიური კანი

კანის დატენიანების რუტინა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ელასტიური კანი

თებერვალი 13, 2025
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

12 თებერვალი 2025
ბოტანიკური ქუჩა — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა თბილისში

ბოტანიკური ქუჩა — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა თბილისში

თებერვალი 13, 2025
შემოდგომაზე ქუთაისში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

შემოდგომაზე ქუთაისში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

თებერვალი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი