სამშაბათი, მაისი 13, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები16 დღეში მოგებული იომ ქიფურის ომი და საკუთარ მარცხად გამოცხადებული გამარჯვება -...

16 დღეში მოგებული იომ ქიფურის ომი და საკუთარ მარცხად გამოცხადებული გამარჯვება – გოლდა მეირის გზა სიღარიბიდან ძალაუფლებამდე

1898 წლის 3 მა­ისს კი­ევ­ში გო­გო­ნა და­ი­ბა­და, თუმ­ცა მან ჯერ არ იცო­და, რომ მე-20 სა­უ­კუ­ნის ლე­გენ­და­რულ ფი­გუ­რად იქ­ცე­ო­დამსოფ­ლიო მას იც­ნობს, რო­გორც გოლ­და მე­ირს, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

გოლ­დას მშობ­ლე­ბიდურ­გა­ლი მოშე იცჩაკ მა­ბო­ვი­ჩი და მისი მე­უღ­ლე ბლუ­მა ნა­ი­დი­ჩი – 1890-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში პინ­სკი­დან (ქა­ლა­ქი ბე­ლო­რუს­ში) კი­ევ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

ოჯა­ხი ბა­სე­ი­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, ძვე­ლი მო­ედ­ნის ახ­ლოს, ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში და­სახ­ლდა. ამ დრო­ის­თვის, შე­ნო­ბა აღარ არ­სე­ბობს. ქუჩა ხმა­უ­რი­ა­ნი იყო – მა­შინ და­ხუ­რუ­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ე­ბი ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ სა­ვაჭ­რო დახ­ლე­ბი ღია ცის ქვეშ ბე­სა­რა­ბი­ის მო­ე­დან­ზე და ბა­სე­ი­ნა­ი­ას გას­წვრივ იდგა.

1898 წელს სპე­ცი­ა­ლურ „ახალ­შო­ბი­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის აღ­რი­ცხვის წიგნ­ში“ (ამ­ჟა­მად ინა­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში) ჩა­ნა­წე­რი No194 გა­მოჩ­ნდა, რომ ვა­ჭარ მა­ბო­ვიჩს ქა­ლიშ­ვი­ლი გოლ­და შე­ე­ძი­ნა.

“მა­შინ კი­ევ­ში ვცხოვ­რობ­დით”, – იხ­სე­ნებ­და პრე­მი­ე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბი­ნას კი უბე­დურ­სა და ნეს­ტი­ან სა­თავ­სოს უწო­დებ­და.

მა­მამ ერთ დღეს დიდი შეკ­ვე­თა მი­ი­ღო. გიმ­ნა­ზი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის ავე­ჯი უნდა და­ემ­ზა­დე­ბი­ნა. ავანსს ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლიც და­ა­მა­ტა და სა­ხე­ლოს­ნო გახ­სნა. პა­ტა­რა გოლ­დამ და­ი­ჯე­რა, რომ ახლა ოჯა­ხი სი­ღა­რი­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

“ისი­ნი სა­ა­თო­ბით მღე­როდ­ნენ”

გოლ­დას მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ. მამა სუს­ტი, ნა­ტი­ფი კაცი იყო. დედა სპი­ლენ­ძის­ფე­რი თმით, ლა­მა­ზი, ენერ­გი­უ­ლი, ჭკვი­ა­ნი და უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, ვიდ­რე მისი ქმა­რი. მაგ­რამ მათ ერთი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო – ოპ­ტი­მიზ­მი. ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ მხი­ა­რუ­ლად ეცხოვ­რათ.

“პა­რას­კევს სა­ღა­მოს, ბევ­რი სტუ­მა­რი გვყავ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ ნა­თე­სა­ვე­ბი: ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, დე­ი­და, ბიძა. ახ­ლაც ვხე­დავ, რო­გორ სხე­დან ისი­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. სვა­მენ ჩაის, თუ შა­ბა­თია ან დღე­სას­წა­უ­ლია, მღე­რი­ან, სა­ა­თო­ბით მღე­რი­ან და ზო­გა­დად, მათ ფონ­ზე ჩემი მშობ­ლე­ბის ნაზ ხმებს ყო­ველ­თვის გა­მო­ვარ­ჩევ­დი“. – იხ­სე­ნებ­და გოლ­და.

ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, უსა­მარ­თლო

მა­მის იმე­დე­ბი, რომ შეკ­ვე­თე­ბი სი­ღა­რი­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ, არ გა­მარ­თლდა – ავე­ჯის შეკ­ვე­თე­ბი შე­წყდა. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ სა­ხე­ლოს­ნო და­ე­ხუ­რათ, ოჯახს ვა­ლე­ბი და­ე­დო.

READ  "მა! ძებნას ნუ დაიწყებ... დედამ არ ინერვიულოს. მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი..." - აფხაზეთის ომს შეწირული ღიმილის ბიჭი, 50 წლის გახდებოდა

“მახ­სოვს, რო­გო­რი ღა­რი­ბე­ბი ვი­ყა­ვით. არა­სო­დეს არა­ფე­რი გვყოფ­ნი­და – არც საჭ­მე­ლი, არც თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, არც შეშა. მე ყო­ველ­თვის მცი­ო­და და მუ­ცე­ლი ცა­რი­ე­ლი მქონ­და… მა­შინ კი­ე­ვის ბი­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი იყო და მსოფ­ლი­ო­ში სა­მარ­თა­ლი არ არ­სე­ბობ­და” – იხ­სე­ნებ­და გოლ­და, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, გოლ­დას უფ­როს­მა დამ აღი­ა­რა, რომ გიმ­ნა­ზი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე შიმ­ში­ლის­გან გონს ხში­რად კარ­გავ­და.

1903 წელს ოჯა­ხი პინ­სკში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მოშე იცჩაკ­მა იქაც ვერ იპო­ვა სა­მუ­შაო. სა­ბო­ლო­ოდ, სა­მუ­შა­ოდ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წა­ვი­და. სამი წლის შემ­დეგ, ოჯახს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ მას­თან ჩას­ვლა შე­ეძ­ლოთ.

მა­მას სტუმ­რე­ბი

გოლ­დას ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი 15 წელი გაგ­რძელ­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნამ მო­ა­ხერ­ხა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და პე­და­გო­გი­ურ კო­ლე­ჯში ჩა­ბა­რე­ბა – რვა წლის ასა­კი­დან ოც­ნე­ბობ­და გამ­ხდა­რი­ყო მას­წავ­ლე­ბე­ლი. 1917 წელს კი 19 წლის გოლ­და მო­რი­სონ მე­ი­ერ­სონ­ზე და­ქორ­წინ­და.

გოლ­და­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა ორი სტუმ­რის გაც­ნო­ბამ, რომ­ლე­ბიც მშობ­ლე­ბის სახ­ლში დარ­ჩნენ – დე­ვიდ ბენ-გუ­რი­ო­ნი და იცხაკ ბენ-ზვი. ვინ იფიქ­რებ­და, რომ სამი ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ სწო­რედ ბენ-გუ­რი­ო­ნი გა­მო­ა­ცხა­დებ­და ის­რა­ე­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას და გახ­დე­ბო­და მისი პირ­ვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ხოლო ბენ-ზვი – მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი.

გო­გო­ნა ებ­რა­ელ მუ­შა­თა პარ­ტი­ას „Poale Zion“ (სი­ო­ნის მუ­შე­ბი) შე­უ­ერ­თდა. რამ­დე­ნი­მე წელი აგ­რო­ვებ­და ფულს, რათა ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ქმარს არ სურ­და ამე­რი­კის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ცო­ლის გუ­ლის­თვის და­თან­ხმდა.

1921 წელს გოლ­და ქმარ­თან, უფ­როს დას­თან და ორ შვილ­თან ერ­თად გემ­ზე ავი­და და სხვა რე­პატ­რი­ან­ტებ­თან ერ­თად, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად პა­ლეს­ტი­ნა­ში წა­ვი­და.

და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი

ის­რა­ე­ლის და­არ­სე­ბის დროს გოლ­და მე­ი­რი უკვე ორი ზრდას­რუ­ლი შვი­ლის დედა იყო – 26 წლის მე­ნა­ჩე­მის (მო­მა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტი) და 22 წლის სა­რა­სი. ქმარ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქალი მთლი­ა­ნად სა­მუ­შა­ო­ში ჩა­ერ­თო. რო­დე­საც მო­რი­სი გარ­და­იც­ვა­ლა, გოლ­დამ აღი­ა­რა, რომ მის მი­მართ თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და.

READ  იცოდით, რატომ ითვლებოდნენ კატები წმინდა ცხოველებად ძველ ეგვიპტეში?

მისი საყ­ვა­რე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი იყო: “თუ რამე გინ­და, მა­შინ ეს ოც­ნე­ბა აღარ არის”. მისი ოც­ნე­ბა ას­რულ­და 1948 წლის 14 მა­ისს, რო­დე­საც 200 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ებ­რა­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი­დან ერთ-ერთი იყო, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­ცხა­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას ხელი 24-მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა, რო­მელ­თა შო­რის ერ­თა­დერ­თი ქალი იყო გოლ­და მე­ი­რი.

იმ დღე­ე­ბის შემ­დეგ გოლ­დას კა­რი­ე­რა წინ წა­ვი­და. იგი გახ­და ელჩი სსრკ-ში, შემ­დეგ – შრო­მის მი­ნის­ტრი. ამავდრო­უ­ლად, ის არ იყო კა­რი­ე­რის­ტი – უფრო პატ­რი­ო­ტიზ­მით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა. მის მონ­დო­მე­ბა­სა და რკი­ნის ხა­სი­ათ­ზე ამ­ბობ­დნენ: „გოლ­და ერ­თა­დერ­თი კა­ცია მთავ­რო­ბა­ში“.

რო­გორც შრო­მის მი­ნის­ტრმა, მან მოკ­ლე დრო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორი ძლი­ე­რი პროგ­რა­მა: სა­ბი­ნაო მშე­ნებ­ლო­ბა (30 ათა­სი სახ­ლი) და გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც ხელთ ჰქონ­და ათა­სო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ბინა, სხვენ­ში პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობ­და. დიახ, მას ეგო­ნა, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რი იყო.

1956 წლის ზა­ფხულ­ში მან მი­ი­ღო ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­და. სწო­რედ მა­შინ ბენ-გუ­რი­ონ­მა უბ­რძა­ნა მას, რომ რო­გორც ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ზღვარ­გა­რეთ, მი­ე­ღო ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლი. გოლ­და მე­ი­ერ­სო­ნი (მისი მე­უღ­ლის გვა­რი) გოლ­და მე­ი­რი გახ­და.

იგი იმ­დე­ნად სას­ტი­კად იცავ­და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, რომ მეტ­სა­ხე­ლი “და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი” და­არ­ქვეს. მან თა­ვად აღი­ა­რა, რომ მიდ­რე­კი­ლი იყო კომ­პრო­მი­სის­კენ მხო­ლოდ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­თან.

სულ რა­ღაც ხუთი წელი

მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის პიკი 1969 წლის მარ­ტში დად­გა, რო­დე­საც კი­ევ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მთავ­რო­ბას ის­რა­ელ­ში და მე­სა­მე მსოფ­ლი­ო­ში (სი­რი­მა­ვო ბან­და­რა­ნა­ი­კეს შემ­დეგ ცე­ი­ლონ­ში და ინ­დი­რა გან­დის შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში).

გოლ­და მე­ი­რის პრე­მი­ე­რო­ბა მხო­ლოდ ხუთ წელს გაგ­რძელ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში შე­ამ­ცი­რა გა­და­სა­ხა­დე­ბი ღა­რი­ბე­ბის­თვის (ზო­გი­ერთ კა­ტე­გო­რი­ას, სა­ერ­თოდ გა­უ­უქ­მა) და და­ი­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

გოლ­და მე­ი­რი გახ­და ის­რა­ე­ლის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც პაპ­მა პავ­ლე VI-მ მო­იწ­ვია. შეხ­ვედ­რი­სას ვერ­ცხლის მტრე­დი აჩუ­ქა წარ­წე­რით: “ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ მი­ნისტრს პა­პის­გან“. ნახეთ სრულად

READ  ჯიუტი ავტომრბოლელის ტრაგიკული ცხოვრება და ვაჟი, რომელსაც არ აღიარებდა - რეალური ამბავი Ferrari-ს სიმდიდრის მიღმა

 

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი