შაბათი, იანვარი 31, 2026
spot_img
მთავარიინტერვიუ„31 დეკემბერს დავასაფლავე დედა, იმავე დღეს საახალწლო კონცერტზე დაკვრამ მომიწია. კონცერტის შემდეგ...

„31 დეკემბერს დავასაფლავე დედა, იმავე დღეს საახალწლო კონცერტზე დაკვრამ მომიწია. კონცერტის შემდეგ დავლიე…“ – რას იხსნებს დათო ევგენიძე

„კვირის პალიტრის“ არქივი, 2022 წელი

როგორ აცილებს ძველ წელს დათო ევგენიძე და რა მოლოდინით ხვდება ყველასთვის საყვარელი დათო ევგენიძე ახალ წელს, “კვირის პალიტრის” მკითხველს თავად უამბობს:

– 31 დეკემბერს დავასაფლავე დედა, იმავე დღეს საახალწლო კონცერტზე დაკვრამ მომიწია. კონცერტის შემდეგ დავლიე. შინ რომ მივდიოდი, ტაქსიში მძღოლს გულისტკივილით ვუთხარი, რანაირი პროფესია მაქვს, დღეს დავკარგე დედა და დღესვე კონცერტზე დავუკარი-მეთქი. სახლამდე სასმელი კიდევ ვიყიდე. მანქანაში რომ ვჯდებოდი, მძღოლს სახეზე ლაქები შევამჩნიე. რა გჭირს-მეთქი? 2-3 თვის სიცოცხლეღა დამრჩა, ღვიძლი მეშლება, გადანერგვის გარდა, არაფერი მიშველის, მაგრამ არა მაქვს ამის საშუალებაო. ჩავთვალე, რომ ის კაცი დედაჩემის გამოგზავნილი იყო. იმ დღეს დავასაფლავე დედა და იმ დღეს შემხვდა ის კაციც… დამშვიდობებისას მისი ნომერი ჩავიწერე. მეორე დღეს მეუღლეს ვუთხარი, ბოლო აკრეფილი­ ნომერი ნახე-მეთქი. გაუკვირდა, ღვიძლი გიწერია ნომრის სახელადო. დავ­ურეკე, გავიგე, რომ ზვიადი ერქვა. გამოვკითხე რა იყო საჭირო და ფული ვისესხე, დღემდე ვიხდი მაგ ვალს. ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა, ჩემი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენაზე. ოპერაციიდან მეხუთე წლისთავზე “კოვიდით” დაიღუპა. როგორც ოჯახის წევრზე, ისე დამწყდა გული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „დედა არ მიყვარს, მასთან მოსულმა კაცმა გამაუპატიურა..." - ახალგაზრდა ქალის მძიმე ისტორია
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი