ხანდახან კარგი წიგნის წაკითხვას ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლია. გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას თქვენს ცხოვრებაზე.
1. ერიხ მარია რემარკი – “ნასესხები სიცოცხლე”.
“ღმერთს არ უყვარს ბოროტი ადამიანები და ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ ისინი უსასრულოდ დიდხანს”. ერიხ მარია რემარკის “ნასესხები სიცოცხლე” 1959 წელს გამოქვეყნდა. ეს რომანი იმით გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებებისგან, რომ მასში მწერალი არ ეხება პოლიტიკას და მისი ყურადღება მთავარი გმირების ფსიქოლოგიაზეა კონცენტრირებული. ამ რომენის საფუძველზე რეჟისორმა სიდნი პოლაკმა გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ალ პაჩინო ასრულებს. რემარკის სხვადასხვა ნაწარმოებები ცხრამეტჯერ არის ეკრანიზებული.
2. ჯოან ჰარისი – “შოკოლადი”
მაგია ყველა ქალშია და აუცილებელია ის სწორად გამოიყენო. წიგნი მოგვითხრობს დედა-შვილზე, რომელიც ქალაქში საკონტიტროს ხსნის. ქალაქის მცხოვრებთა ცხოვრება კი ამ დღიდან მთლიანად იცვლება.
3. ნიკოლას სპარკსი – “საუკეთესო ჩემში”
ყოფილი შეყვარებულები, რომლებიც სკოლის პერიოდში იყვნენ ერთად და მშობლების გამო დაშორდნენ, 20 წლის შემდეგ შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. მათ ვერ შეძლეს დაევიწყებინათ თავიანთი პირველი სიყვარული, რომელმაც ახალგაზრდობაში მათი ცხოვრება შეცვალა. წლების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.
4. ვლადიმერ ნაბაკოვი – “ლოლიტა”
ამბობენ, ავტორი ვინაობის გამჟღავნებას არ აპირებდა, მაგრამ პარიზის რომელიღაც უბადრუკ, საეჭვო რეპუტაციის გამომცემლობაში დაბეჭდილმა წიგნმა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მწერალი ჩრდილიდან გამოვიდაო. გამოიწვევდა, აბა რა იქნებოდა – მოწიფული მამაკაცის უკიდეგანო გატაცება 12 წლის გოგონათი – 1955 წელს კია არა ახლაც მოლოტოვის კოქტეილის ეფექტს მოახდენდა ზნეობრივი პრინციპებით დახუნძლულ კეთილშობილ საზოგადოებაში.
ეს წიგნი პორნოგრაფია და ამაზრზენი პედოფილიის პროპაგანდა კი არა, დახვეწილი ფსიქო-სოციალური რომანია, ოსტატური ქარაგმებით სავსე, რომელმაც პოპკულტურა ნიმფეტით – სექსუალურად აქტიური პატარა გოგოს სახით გაამდიდრა.
5. ელიზაბეტ გლიბერტი – “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”
ახალგაზრდა ქალი აანალიზებს, რომ ვერ იღებს ცხოვრებისგან იმას, რიისი სურვილიც აქვს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ, ის დაგეგმავს მოგზაურობას, რომელიც მას მსოფლიოს მოატარებს, კონკრეტულად კი: იტალიას, ინდოეთსა და ბალის. ამ მოგზაურობის დროს ის სწავლობს უცხო კულტურასა და ტრადიციებს. ნახულობს ბევრ უცნობ და საინტერესო ადგილს, ეს ყველაფერი კი რელაქსაციაში ეხმარება, ის ამ ფორმით გამოდის დეპრესიიდან და უბრუნდება თავის საკუთარ მეს.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები