ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარიგამოცდები8 გზა, რათა აიძულოთ თავი სერიოზულად მოეკიდოთ სწავლას

8 გზა, რათა აიძულოთ თავი სერიოზულად მოეკიდოთ სწავლას

დაყავით დავალებები მცირე ნაბიჯებად და დააჯილდოვეთ საკუთარი თავი შესრულებული სამუშაოსთვის. ეს დაგეხმარებათ სხვაგვარად შეხედოთ სწავლის პროცესს.

განსაზღვრეთ მიზეზები, რის გამოც სწავლობთ

ჩაწერეთ ისინი ფურცელზე და ისეთ ადგილას დადეთ, რომ ხშირად ხედავდეთ. როდესაც დაგეზარებათ სწავლა, მაშინ თვალი შეავლეთ. ეს შეგახსენებთ, რატომ გჭირდებათ სწავლა. მაგალითად, კარგ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სტიპენდიის მისაღებად ან სამსახურის დასაწყებად. დაწერეთ რაც შეიძლება მეტი მიზეზი – მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოც. ზოგჯერ საერთოდ არ გექნებათ მოტივაცია, ეს ბუნებრივია. ასეთ დღეებში ცოტა თვითდისციპლინა გჭირდებათ და ეს სია გამოგადგებათ.

ყველაფერში იპოვეთ რაიმე საინტერესო

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება თქვენს ცხოვრებას სასწავლო მასალა. მაგალითად, თუ მოგბეზრდებათ წიგნის კითხვა, შეეცადეთ იპოვოთ რაიმე საერთო პერსონაჟებთან. თუ არ გსურთ ბიოლოგიის სწავლა, წარმოიდგინეთ, რამდენს გაიგებთ საკუთარ თავზე და სხვა ცოცხალ არსებებზე. რა თქმა უნდა, ყველა საგანი თანაბრად არ დაგაინტერესებთ, მაგრამ შეეცადეთ დაინახოთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში. ეს დაგეხმარებათ არ მიატოვოთ სწავლა.

დააყენეთ ტაიმერი

30-50 წუთი დაუთმეთ სწავლას და შემდეგ შეისვენეთ. შემდეგ ისევ დაუბრუნდით სწავლას. შეგიძლიათ შუალედში სხვა აქტივობებიც ჩართოთ და დრო გადაანაწილოთ.

რეგულარულად დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

გაკვეთილის შემდეგ საკმარისია მცირე რაღაც – მიირთვით თქვენი საყვარელი საკვები, ითამაშეთ შინაურ ცხოველთან, უყურეთ სასაცილო ვიდეოს ან მიიღეთ ცხელი შხაპი. სწავლის შემდეგ მოექეცით საკუთარ თავს განსხვავებულად. მაგალითად, დალიეთ ყავა მეგობრებთან ერთად ან იყიდეთ ისეთი რამ, რაც დიდი ხანია გსურთ.

ისწავლეთ სხვა ადამიანთან ერთად

თქვენ არ გჭირდებათ ერთად ჯდომა ერთ ოთახში. მაგრამ მნიშვნელოვანია გყავდეთ ადამიანი, რომელთანაც შეძლებთ პრობლემების გაზიარებას და თქვენს პროგრესზე საუბარს. შეთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში ერთხელ შეატყობინებთ ერთმანეთს შესრულებული სამუშაოს შესახებ – ეს გაადვილებს მიზნისკენ სვლას და დროს არ დაგაკარგვინებთ.

გაზარდეთ თქვენი კონცენტრაცია ფიზიკური დატვირთვით

10-15 წუთი ვარჯიში ან სიარული მოგიხსნით სტრესს და გაზრდის ენდორფინის დონეს ორგანიზმში. ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება ინფორმაციაზე კონცენტრირება და დამახსოვრება. შეგიძლიათ სცადოთ ვარჯიშისა და სწავლის შეთავსებაც კი. მაგალითად, სირბილის დროს შეგიძლიათ პარალელურად გონებაში რაღაც იმეოროთ, საკმაოდ პროდუქტიული იქნება.

იპოვეთ ადგილი, სადაც ყურადღება არ გაგეფანტებათ

თუ სახლში არეულობაა, მოძებნეთ ახალი ადგილი სასწავლად. მაგალითად, ბიბლიოთეკაში ან კაფეში. თუ თქვენს მეგობრებთან ერთად სწავლობთ გამოცდებისთვის, მაგრამ ისინი ხელს გიშლიან კონცენტრირებაში, შეთანხმდით ერთად სწავლის წესებზე. ასევე, ხელთ გქონდეთ ცარიელი ფურცელი. როდესაც აზრები გაგიჩნდებათ რაღაც საკითხებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული თქვენს სწავლასთან, ჩაწერეთ ისინი და დაუბრუნდით დავალებას.

გამორთეთ ყველანაირი მოწყობილობა, რომელიც არ არის საჭირო სწავლისთვის

არ გქონდეთ ტელევიზორი ჩართული. დატოვეთ სმარტფონი სხვა ოთახში ან ჩანთაში. თუ მას იყენებთ როგორც ტაიმერს, დააყენეთ ის თვითმფრინავის რეჟიმზე, რათა არ შეგაწუხოთ შეტყობინებებმა. ან გამოიყენეთ სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც ზღუდავენ ინტერნეტთან წვდომას. მაგალითად, “Freedom”, “AppDetox” . მათი დახმარებით შეგიძლიათ დროებით დაბლოკოთ წვდომა შერჩეულ საიტებსა და აპლიკაციებზე.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი