საქართველო მთავრობის დადგენილებითა და პრემიერ მინისტრის ხელმოწერით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები – „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“ და „სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“ პირველი იანვრიდან ძალაშია.
დამტკიცებული დანართის თანახმად, ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 53 550 000 ლარს და აფინანსებს არერთ ქვეპროგრამას, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).
მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის/პროგრამებით სარგებლობის, საჭირო კრიტერიუმებისა და დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროგრამის დანართში.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები