ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს – მისი უწმინდესობის გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს.

ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

📍 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასახლე

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს – მისი უწმინდესობის გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  რიცხვი დღისა: 1093 პროგრამიდან როგორ ავირჩიოთ ერთი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network