სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedლადო მამას ხელში ჩააკვდა – ტრაგიკული ბედის ბიჭი „კუკარაჩადან“ – რას ჰყვებოდა...

ლადო მამას ხელში ჩააკვდა – ტრაგიკული ბედის ბიჭი „კუკარაჩადან“ – რას ჰყვებოდა მარი ჯანაშია „თამაზის“ შესახებ

ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი – თამაზი ფილმიდან „კუკარაჩა“, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელი ლადო ტატიშვილი. ლადო დღეს ცოცხალი აღარ არის. ეკრანული დედის, დეიდა ანიკოს ერთადერთი ვაჟი ცხოვრებაშიც დედისერთა იყო და თავისი ასევე ერთადერთი ვაჟის, მისივე სეხნია ლადოს დაბადებასაც ვერ მოესწრო – საქართველოს სამოქალაქო ომში დაიღუპა.

გთავაზობთ ამონარიდს საარქივო ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალისტ ირმა ხარშილაძეს ეკუთვნის:

ჟურნალისტი წერს, რომ დედას შვილზე ლაპარაკი უმძიმდა და ამბობდა, რომ „ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ღამეებს ვათენებო“.

– საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს. 1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.

ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.

მეუღლე 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა. დილით ვიპოვე აქ, მისაღებ ოთახში, წაქცეული. 48 წლის გახლდათ. იმ პერიოდში ჩემი რძალი – ლადოს მეუღლე ფეხმძიმედ იყო მასზე. ახლა ჩემი შვილიშვილი მოსკოვში ცხოვრობს. თბილისში ჩამოდის ხოლმე.

დაწვრილებით კი ლადოზე „დეიდა ანიკო“ – მსახიობი მარი ჯანაშია ყვება:

„იცით, როგორ შევხვდით მე და ლადო? ქეთიმ გაგვაცნო ერთმანეთს და გვითხრა: ეს არის შენი შვილი – ლადო, ეს კი არის დედაშენი – ქალბატონი მარინა. იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ჩვენს შორის გაჩნდა წარმოუდგენელი სიახლოვე, რომელიც სწორედ დედაშვილს აკავშირებს და სახელს ვერ უწოდებ. ისეთი ახლობელი და მართლა შვილივით გახდა ლადო ჩემთვის, რომ მერე, გადაღებებზე თითქმის მისი თანატოლი ჩემი შვილიც მიმყავდა ხოლმე და ეს ორი პატარა ადამიანი ძალიან შეეთვისა ერთმანეთს. ასე რომ, ლადო მართლა ჩემი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, „კუკარაჩა“ ჩემთვის ერთდროულად უსაყვარლესი და ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი ფილმია. ლადოს დაღუპვის ამბავიც უცნაურად გავიგე. იმდენად დაკავებული ვარ, ტელევიზორს რადიოსავით უფრო ვუსმენ, ვიდრე – ვუყურებ. სამოქალაქო ომი იყო. წამდაუწუმ ვიღაც იღუპებოდა, იმ დღესაც გავდი-გამოვდიოდი, ვსაქმიანობდი, ტელევიზორი ჩართული მქონდა და უცებ ჩამესმა ტრაგიკული ტექსტი, რომ მამის თვალწინ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც, ღმერთო, რა საშინელებაა, როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ სულელურ, უაზრო ომს, როდის უნდა დასრულდეს ეს უბედურება-მეთქი. ახსენეს ლადო ტატიშვილი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება – ჩანს, ტვინის რომელიღაც მონაკვეთი აპროტესტებდა და არ იღებდა ამ ინფორმაციას. დიქტორი განაგრძობდა: ახლა მისი ხსოვნის პატივსაცემად გიჩვენებთ ფილმ „კუკარაჩასო“. მე ვამბობ, ვა, „კუკარაჩა“ უნდა აჩვენონ! კვლავ ჩავიარე ტელევიზორთან, შევხედე, ფილმი დაიწყო, პირველი კადრია: მე ყვავილებს ვრწყავ და შემოდის თამაზი (ლადო)… უცებ ისეთი ქვითინი ამივარდა… უკვე, ეტყობა, სხვა გზა არ იყო, ტვინმა ეს ამბავი გააცნობიერა… ამიტომაც დარჩა „კუკარაჩა“ ჩემთვის საოცრად ტრაგიკულ ფილმად, ლადო – კვლავ 10 წლის ბიჭად, ჩვენი ურთიერთობა კი – იმ ფაზაში, როდესაც ერთმანეთს დავშორდით. ლადო ნამდვილად სასუფეველშია, მარადისობაში. თუ მე ჩემი ცხოვრებით დავიმსახურებ იქ მოხვედრას, სადაც ახლა ლადოა, ალბათ, ჩვენი ურთიერთობა იმ ფაზიდან გაგრძელდება, სადაც დამთავრდა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი