რა ამოცანებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია

რა ამოცანებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
ექსკურსია

ავტორი: თაია მახარაშვილი, ჟურნალისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტი

სასკოლო ექსკურსია შემეცნებით-გასართობი ღონისძიებაა, რომელიც დაგეგმვის ეტაპიდანვე შეიძლება მოსწავლეებისთვის დიდ თავგადასავლად აქციო. როგორ ხდება ეს? – პირველ რიგში, მიზნისა და ამოცანების განსაზღვრით. ეს მიზანი მხოლოდ ქალაქგარეთ გასვლა და რომელიმე ძეგლის დათვალიერება როდია, არამედ, არაფორმალური და ფორმალური განათლების, გამჭოლი კომპეტენციებისა და უნარების თავისუფალ, არასასკოლო გარემოში განვითარება.

ექსკურსია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ამოცანებს. მათ შორისაა:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გადაცემა;
  • კულტურისადმი დადებითი დამოკიდებულების გამომუშავება;
  • მოქალაქეობრივი მოვალეობების გაცნობიერება;
  • სოციალური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • ცოდნის გადატანა პრაქტიკაში;
  • ცოდნის განმტკიცება;
  • დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის ხარისხის ზრდა;
  • ერთი თემის ფარგლებში სხვადასხვა დისციპლინების კავშირის დადგენა;
  • კლასში ურთიერთობების გაუმჯობესება და ბულინგის პრევენცია;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების, უნარების, პიროვნული თვისებების წარმოჩენა და ა.შ.

ექსკურსიები შეიძლება განსხვავდებოდეს:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
  • თემატიკით;
  • შერჩეული ადგილმდებარეობით;
  • მშობლების ჩართულობის ფორმით;
  • მასწავლებელთა და საგანთა რაოდენობით;
  • საექსკურსიო ობიექტების რაოდენობით;
  • გართობის კომპონენტით და სხვა.

მოსწავლეთა ჩართულობა

ექსკურსია უფრო საინტერესო, შთაბეჭდილებებით სავსე, უფრო ორგანიზებული და უსაფრთხო იქნება, თუ მოსწავლეები პირველივე დღიდან ჩაერთვებიან დაგეგმვის პროცესში და მასწავლებელს დაეხმარებიან მოსამზადებელ სამუშაოებში. კერძოდ:

  • გააკეთებენ არჩევანს რამდენიმე ადგილმდებარეობასა და საექსკურსიო ობიექტს შორის;
  • თვითონვე დაამუშავებენ და მოამზადებენ საექსკურსიო ობიექტის ირგვლივ თემატურ მასალებს, რომელსაც ადგილზევე წარადგენენ და გიდობასაც გასწევენ;
  • განსაზღვრავენ მენიუს;
  • შეიმუშავებენ გრაფიკს;
  • დაგეგმავენ გუნდურ თამაშებს (ინტელექტუალურ, შემოქმედებით და სპორტულ შეჯიბრს, სახალისო აქტივობებს);
  • განსაზღვრავენ ექსკურსიის უკუკავშირის ფორმას, რომელსაც სკოლაში დაბრუნების შემდეგ გამოიყენებენ.

ბავშვების ამგვარი ჩართულობა მთელი საექსკურსიო დღის განმავლობაში შეუნარჩუნებს მათ ინტერესს, გამოუმუშავებს გადაწყვეტილების მიღების, გუნდურობის, ორგანიზების უნარებს და პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება მშობლების ფუნქციებს, როგორც წესი, ისინი ზრუნავენ:

  • ტრანსპორტირებაზე;
  • კვებაზე;
  • პირველადი საჭიროების მედიკამენტების ჩანთის მომზადებაზე და ა.შ.
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). რა ამოცანებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია. 8 სექტემბერი, 2026. https://sheniganatleba.ge/ra-amotsanebs-sheidzleba-moitsavdes-saskolo-eqskursia/

READ  ამ დღეებში ოქტომბერში არაფერი უნდა დაგეგმოთ - ნახეთ, მთელი თვის კალენდარი
სტატიის ციტირება
შენი განათლება. რა ამოცანებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/ra-amotsanebs-sheidzleba-moitsavdes-saskolo-eqskursia/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network