„მე რომ მასწავლებელი ვიყო…“ – 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დამაფიქრებელი გამოკითხვის შედეგები

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
მოსწავლეები

„მასწავლებლის საქმიანობის საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან“, – ამ ფრაზას თავად პედაგოგებისგანაც ხშირად მოისმენთ.

საინტერესოა, როგორი მასწავლებლები იქნებოდნენ მათი მოსწავლეები. რას შეცვლიდნენ და რას გააუმჯობესებდნენ თავიანთ პროფესიულ ცხოვრებაში.

ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად, თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო გამოკითხვა ჩაატარეს, სკოლამ კი აქტივობის ამსახველი ვიდეო 3 დეკემბერს, საკუთარი Facebook- ის გვერდზე გამოაქვეყნა.

„დაასრულე ფრაზა – მე რომ მასწავლებელი ვიყო..“, – ამ კითხვით მიმართავდა ინტერვიუერი მოსწავლე თანატოლებს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

აი, როგორი პასუხები გასცეს კითხვას 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:

„მოწავლეებს ქულებს ცოტას მოვუმატებდი და არ დავუწერდი დაბალ შეფასებას“; „მაშინ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიქნებოდი“; „შევცვლიდი გარემოს და უფრო გავახარებდი ბავშვებს“; „ნაკლებ ტრადიციულ დავალებას მივცემდი მოსწავლეებს“; „გავამრავალფეროვნებდი გაკვეთილებს“; „კვირაში ერთხელ განტვირთვის გაკვეთილს ჩავატარებდი“; „ძალიან სახალისო, ჯგუფურ გაკვეთილებს ჩავატარებდი“; „ჩემი ყველა გაკვეთილი „თავისუფალი გაკვეთილი“ იქნებოდა“, – ამბობდნენ მოსწავლეები გამოკითხვაში.

გაუზიარეთ ეს სტატია
განათლების მიმოხილვის რედაქტორი. სწავლობდა თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შენი განათლების გამომცემლობის დამფუძნებელი ჟურნალისტი.
კომენტარები ჯერ არ არის