გმირები – ვინ არიან ისინი? ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები დიდი გულით. მათ სტკივათ, განიცდიან და ეშინიათ კიდეც, მაგრამ შიში ყველა ნორმალური ადამიანის თვისებაა. მთავარი ისაა, გადააბიჯო ამას და გააკეთო შენი საქმე. ნათქვამია“სულის სიმტკიცე ის კი არაა არასდროს დაეცე, არამედ დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვოო\”. გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან. თანამედროვე გმირები ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ ხშირად ვაგვიანებთ მათ დაფასებას, რადგან განსაკუთრებული სიბრმავე დაგვჩემდა ქართველებს, გმირებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ ვაფასებთ და არა მგონია გვამისთვის აღიარებას რამე აზრი ჰქონდეს.
გმირები ბევრნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მე მინდა ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჯარისკაცების მიმართ. ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს სად ჯარისკაცი და სად გმირიო, მაგრამ ყოველი ჯარისკაცი არა აქვს მნიშვნელობა გამოუვლია თუ არა ომის ქარცეცხლი ის გმირია, იმიტომ, რომ მათთვის ყოველი დღე ბრძოლის ველია და ისინი იქ იმარჯვებენ. სამშობლო მათი საფიცარი ხატია და სამწუხარიდ იგი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს. ვინ მოსთვლის რამდენმა მათგანმა შესწირა თავი სამშობლოს სიყვარულს. ომი საშინელებაა. იქ, ბრძოლის ველზე ყოველ წუთას სიკვდილს უყურებ თვალებში. შეიძლება ყოველი ჩასუნთქვა უკანასკნელი აღმოჩნდეს. იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ ვერასოდეს იხილავ შენთვის ძვირფას ადამიანებს. სწორედ მაშინ როცა გადარჩენისთვის იბრძვი გხვდება ტყვია, თვალთ გიბნელდება და ამბობ დედა. ალბათ ყველა მათგანის ბოლო სიტყვა დედაა, მათ ხომ ორი რამ უყვართ განსაკუთრებით სამშობლო და დედა. ხუჭავ თვალებს და ხვდები ზღაპრულ სამყაროში. იქ სადაც არაა ომი და მარადიული ბედნიერებაა, მაგრამ მიწაზე გრჩება ძვირფასი ადამიანები. გინდა იტირო სამოთხეში კი არ ტირიან. ეჰ, რამდენი მათგანი გამოეთხოვა სიცოცხლეს ისე, რომ ზოგს ოჯახის შექმნის საშუალებაც კი არ მიეცა. ზოგს შვილები დარჩა, ზოგიერთი კი ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას. მათ არ ეშინიათ, მაგრამ აქვთ გრძნობები. უყვართ, სტკივათ და განიცდიან. თითოეული ჯარისკაცი მთელი საქართველოს შვილია.
გმირი არა მხოლოდ საშიშ თავგადასავლებსა თუ ომებშია ჩაბმული, არამედ შეუდარებელი გამბედაობისა და სიმამაცის ქურდობებში და ექსპლოატაციებში. ის ფლობს არაჩვეულებრივ გონებრივ ფაკულტეტებსა და ფიზიკურ შესაძლებლობებს. იგი თხრობას გრძელი დროით მიჰყვება ბოლომდე, რაც, როგორც წესი, მისი გამარჯვებაა და, ზოგ შემთხვევაში, მისი სიკვდილიც. ამასთან, თანამედროვე გმირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქიური დილემების წინაშე, რადგან ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გამიზნულია თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიური საკითხების გადასაჭრელად.
ერთ – ერთი საქართველოს თავდადებული გმირია – ოთარ გურგენაშვილი.
ჩვენ ქართველები განსაკუთრებული ერი ვართ. ასე ვთქვათ ჩვენ გმირობა გენებში მოგვდგავს. ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს.
რამდენიმე დღის წინ ქართველმა ერმა მიწას მიაბარა ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ოთარ გურგენაშილი რომელმაც ენით აუწერელი გმირობა ჩაიდინა. მან მცირე წლოვანი გოგონა სიკვდილისგან იხსნა, როდესაც გოგონას მანქანა ეჯახებოდა გურამმა ხელი ჰკრა ბავშვს და მანქანას აარიდა, მაგრამ თვითონ დაიღუპა.
მისი საქციელი ნამდვილად პატივისცემის ღირსია.
წეროვნის N1 საჯარო სკოლა, 11-ე კლასი.
#ბლოგერებისკონკურსი