ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო”

ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო” | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
მამია გურიელი

პოეტი მამია გურიელის ერთი ძმა ისე იყო გატაცებული ანტიკური პერიოდის ლიტერატურით, რომ სახელი ალექსანდრე ტელემაქით შეიცვალა (ოდისევსის შვილის სახელი), ხოლო მის ერთადერთ ქალიშვილს იუნონა (იუპიტერის მეუღლე) დაარქვა სახელად.

ტელემაქი ტანმორჩილი, კოხტა კაცი იყო. მუდამ ჩოხას ატარებდა. ქუდს არ იხურავდა, მის მაგივრობას უწევდა საუცხოო გრუზა თმა, რომელიც გვირგვინივით აჯდა თავზე. გარდა რუსულისა იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები.

ცნობილი მარჯორი უორდროპი ასე გვიხატავს ტელემაქ გურიელის პორტრეტს: `…გურიელები იშვიათად იხურავენ ქუდს, რადგან კულულები ჯეროვნად იცავთ ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სუსხისაგან. მათ ძალიან ლამაზი, სწორი ნაკვთები და გულუბრყვილო გამოხედვა აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ინტელიგენტურები და ფიცხები არიან”. ვლასა მგელაძის მოგონებით, ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო”.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სუფსაში ტელემაქისა და მისი მეუღლის ნინო ბერიძის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდა იმდროინდელი მოწინავე ქართული ინტელიგენცია. ეს ოჯახი სტუმრობდა გურიაში ჩასული და-ძმა უორდროპებსაც.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

წყარო: „ლანჩხუთი და ლანჩხუთელები” – ავტორები: ირაკლი მახარაძე,ნონა იმნაძე

 

#drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო”. 3 აპრილი, 2026. https://sheniganatleba.ge/ლონდონის-მეფის-სასახლეში/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო” [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  "წიგნის კითხვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს ცვლის" - გაიცანით მეათეკლასელი მირიან სვანაძე ვანის სკოლიდან, რომელმაც "წიგნების თაროში" მაყურებელს შესანიშნავი ბლიცით დაამახსოვრა თავი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network