ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

სალომე წერეთელი
1 წუთიანი წაკითხვა
პრემია „ანას“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

წელს პრემია „ანა“ გადაეცათ: ნომინაციაში „ქალი პოეტი“ ირმა ბერიძეს და ლელა გაბურს. ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“ ნათია როსტიაშვილმა გაიმარჯვა., ხოლო ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“ მარინა ბალავაძემ

გამარჯვებულებს კონკურსის სიმბოლოები და ფულადი პრემიები გადაეცათ. ისინი საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ლიტერატურული პრემია „ანა“, რომელიც ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის, სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება, კულტურის სამინისტრომ 2022 წელს დააფუძნა. ის ყოველწლიურია. კონკურსის ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება.

#drpkhakadze  #sheniganatleba

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
ლიტერატურისა და კულტურის კრიტიკოსი. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული სტატიები ეძღვნება ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას.
კომენტარები ჯერ არ არის