პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"ეს ასაკი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის, რომ ჩვენს მომავალს ჩავუყაროთ საფუძველი" -...

“ეს ასაკი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის, რომ ჩვენს მომავალს ჩავუყაროთ საფუძველი” – 16 წლის თბილისელი მოსწავლის მრავალფეროვანი საქმიანობა და დიდი მიზნები

16 წლის საბა კუპატაძე თბილისის 180-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. წლებია, სკოლაში სწავლის პარალელურად სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული და როგორც მისი მეგობრები ამბობენ ხოლმე, ბევრისთვის არის სამაგალითო. საბა კარგად მღერის, უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე, ხატავს და მონაწილეობს გამოფენებში, გატაცებულია პოლიტიკური მეცნიერებებით, ასევე დაინტერესებულია სხვადასხვა ენის სწავლით და უკვე იცის რამდენიმე ენა, გარდა ამისა, მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა და ამ ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ასწავლის სალაპარაკო ქართულ ენას. თუ როგორ ასწრებს ამდენ რამეს, რას ფიქრობს სამომავლოდ და რას ურჩევს თანატოლებს, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

– მოდი, დავიწყოთ შენი ბოლოდროინდელი საქმიანობით – უკრაინელებისთვის ქართული ენის სწავლებით…

– ორგანიზაცია helping hand-ში დაახლოებით ხუთი თვის წინ დავიწყე ვოლონტიორობა-მოხალისეობა. თავიდან უფრო საოფისე სამუშაოთი ვიყავი დაკავებული, მასტერკლასებზე დავდიოდით, მერე კი პროექტებშიც ჩავერთე. ამ ეტაპზე აქტიურად ვარ ჩართული პროექტში – მოხალისეები უკრაინელებისთვის, უკრაინელებს ვასწავლით სალაპარაკო ქართულ ენას.

– რამდენად ადვილია, არ გაგიჭირდა?

– პირველი ორი გაკვეთილი გამიჭირდა, მერე ნელ-ნელა ავუღე ალღო, ცოტა გავთამამდი. გარდა ამისა, ჩემს მასწავლებლებს ვკითხე რჩევა – რუსულისა და ქართულის პედაგოგებს, ზოგადად გაკვეთილის ჩატარების სპეციფიკაში რომ გავრკვეულიყავი, მათი რჩევებიც გავითვალისწინე და მერე ადვილად აეწყო ყველაფერი.

– თავად სად ისწავლე უკრაინული?

– მეგობარი მყავს უკრაინელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავიცანი ინტერნეტით, ყოველდღიურად ვწერთ ერთმანეთს, ამ წლების განმავლობაში დღე არ ყოფილა, არ გვესაუბრა. მას მერე, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ომის გამო მშობლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდა, თუმცა ერთმანეთი არ დაგვიკარგავს და გვერდში ვუდგავართ. მასთან ურთიერთობისას ვისწავლე და დავხვეწე უკრაინული.

– როგორც ვიცი, სხვა ენებიც იცი, ეს ალბათ შენი მუსიკალური სმენის დამსახურებაა…

– სმენის წყალობაც არის და გარდა ამისა, ბავშვობიდან ვეჩვეოდი უცხო ენებს. დედამ კარგად იცის რუსული და ხშირად ვუყურებდი რუსულენოვან პროგრამებს, ანიმაციებს, მამამ თურქული იცის კარგად და ეს გარემოც ძალიან დამეხმარა. სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი