ბავშვებსა და მოზარდებში ხერხემლის პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სკოლიოზია, რომლის ადრეული ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სწორი მკურნალობით დაავადება აღარ პროგრესირებს, თუმცა გართულებულ ფორმებს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.
რა არის სკოლიოზის გამომწვევი მიზეზი? – ხერხემლის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ტრისტან ნიშნიანიძე, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს შეუერთდა, განმარტავს, რომ პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. დაავადების დროულად მკურნალობისა და 100%-იანი შედეგის მისაღებად პერიოდული სკრინინგი უმნიშვნელოვანესია.
როგორ ვლინდება სკოლიოზი, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს, როდის ხდება ქირურგიული ჩარევა საჭირო და სხვა დეტალებზე ხერხემლის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ტრისტან ნიშნიანიძე საუბრობს:
– ხერხემლის რა დაავადებებია გავრცელებული ბავშვებში და რომელ ასაკში ვლინდება?
– პედიატრიულ ასაკში ყველაზე მეტად გავრცელებულია ხერხემლის სკოლიოზი და კიფოზი. ხერხემლის სკოლიოზი სხვადასხვა ტიპისა დაგენეზისაა. განასხვავებენ სინდრომულ სკოლიოზს, ე.წ თანდაყოლილ სკოლიოზსა და იდიოპათიურისკოლიოზს. იდიოპათიური სკოლიოზი ყველაზე ხშირია და 80% შემთხვევებში ვლინდება.
იდიოპათიური სკოლიოზი ასაკობრივი ჯგუფებიდან გამომდინარე შემდეგნაირად არის დაყოფილი: ინფანტილური იდიოპათიურისკოლიოზი 0-დან 3 წლამდე, ივენილურ-იდიოპათიური სკოლიოზი 3-დან 9 წლამდედა მოზარდთა იდიოპათიური სკოლიოზი 10-დან 16-17 წლამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ იდიოპათიური სკოლიოზის გავრცელება მოზარდებში დაახლოებით 4%-ს შეადგენს. სიტყვა იდიოპათიური კი ნიშნავს „მიზეზს გარეშე“ ანუ მისი გამომწვევი მიზეზი კლასიკურ მედიცინას ჯერჯერობით არ აქვს დადგენილი. სრულად
მასალის გამოყენების პირობები