პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირა არის სკოლებში სისხლიანი გარჩევების მთავარი მიზეზები - თემა კლინიკურმა ფსიქოლოგმა დეტალურად...

რა არის სკოლებში სისხლიანი გარჩევების მთავარი მიზეზები – თემა კლინიკურმა ფსიქოლოგმა დეტალურად გამოიკვლია

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარა ფაქტი, როცა მოსწავლემ თანაკლასელებს და მასწავლებლებს ცეცხლი გაუხსნა. რატომ კლავენ ბავშვები და რატომ ეწყობა სკოლებში სისხლიანი გარჩევები – კლინიკურმა ფსიქოლოგმა პიტერ ლენგმანმა სკოლებში მომხდარი „სროლების“ ისტორიები დეტალურად შეისწავლა, გამოიკვლია მათი თანაკლასელების და მასწავლებლების ჩვენებები და სცადა პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის.

საიდან დაიწყო სკოლაში ცეცხლის გახსნის ფაქტები

სკოლაში სროლების ეპიდემია 1999 წელს დაიწყო, როდესაც ორმა ამერიკელმა სტუდენტმა, ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა კოლუმბინის საშუალო სკოლაში ცეცხლი გახსნეს. მათ 15 ადამიანი მოკლეს და 45 ხელნაკეთი ბომბის აფეთქებას აპირებდნენ.

ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ აიღო იარაღი? ეს კითხვა დასვა კლინიკურმა ფსიქოლოგმა პიტერ ლენგმანმა, რომელმაც გააანალიზა ამასთან დაკავშირებული ჩანაწერები, გამოხმაურებები და დღიურები, თანაკლასელების და მასწავლებლების ჩვენებები და სულ მალე გამოსცემს წიგნს „რატომ კლავენ ბავშვები. რა ხდება მსროლელის გონებაში“.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც მოვლენებს პირველ პირში მოგვითხრობს:

„მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვიკვლევდი ამ ფაქტებს, არ მაქვს ამ კითხვაზე მარტივი პასუხი, ვერც ფორმულას შემოგთავაზებთ იმის პროგნოზირებისთვის, თუ ვინ გახდება მასობრივი მკვლელი. წიგნის ბოლოს არ იქნება A + B + C = სკოლის მსროლელი -ს მსგავსი ზუსტი მიგნება. თემა ძალიან რთულია და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. თუმცა, მე მჯერა, რომ ეს წიგნი ნათელს მოჰფენს ფენომენს, რომელიც მედიაში გაშუქების მიუხედავად, ბუნდოვანი რჩება. იმედი მაქვს, რომ სკოლის მსროლელების შესახებ ჩვენი ცნობიერების ამაღლებით, უკეთ შევძლებთ გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობას, დროულად ჩარევას და სიცოცხლის გადარჩენას“.

“სკოლებში შეჭრილ მკვლელებს მედია ხშირად წარმოაჩენს როგორც მარტოსულებსა და გარიყულებს, რომლებიც შურის საძიებლად სჩადიან ამას. სინამდვილეში ასე არ არის. ჩემ მიერ განხილული 10 მსროლელიდან 9 იყო დეპრესიული, 10-დან კი მხოლოდ 1 იყო გარიყული, დანარჩენებს საკმაოდ ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდათ, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობდნენ, სეირნობდნენ, ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიდეოთამმაშებს თამაშობდნენ და სპორტულ გუნდებშიც ასპარეზობდნენ. შესაძლოა მათ არ ჰქონოდათ ის სოციალური წარმატება, რაზეც ოცნებობდნენ, თუნდაც საწინააღმდეგო სქესთან, მაგრამ მათ მარტოსულებს ვერ ვუწოდებთ.” სრულად

READ  8000 კალორია დღეში და ჟანგბადის ნიღაბში ძილი – სუმოს მებრძოლების ყოველდღიურობა, რომელიც გაგაოცებთ

#drpkhakadze  #sheniganatleba

მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი