შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ" - ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის...

“გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ” – ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის სახალისო მეთოდმა ინტერნეტი მოიცვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებს, გუშინ ქართულის მასწავლებელმა სიურპრიზი მოუწყო და ინდიელთა ბელადის ქუდით გამოეცხადა. ბატონი ზვიად ფიფია წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავთ და 17 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა…

სახალისო ქუდით გადაღებული ფოტო და სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. Ambebi.Ge-სთან კი სიამოვნებით გაიხსენა მისთვისაც დაუვიწყარი დღე პედაგოგიურ კარიერაში.

ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ არ ეგონა, მის სურათს ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. უფრო მეტიც, თავიდან ფოტო მხოლოდ მეგობრებისთვის გააზიარა, შემდეგ კი კოლეგების თხოვნით საჯარო გახადა…

“თუ გავითვალისწინებთ, სად (რომელ ოთახში) დგას ჩემი სამუშაო მაგიდა, ამ ფოტოს “დევნილი ბელადის ” სახელი უფრო მოუხდება.

მეხუთე კლასში გავდივართ “ბულერბიელ ბავშვებს”. ფოტოები და ფილმი შევარჩიე. დილით მივდივარ სკოლის ეზოში და ვხედავ ყველგან ბუმბული ყრია. უცებ გამახსენდა, გაკვეთილზე სიტყვა “ინდიელობანა” უნდა ავხსნა. მოვბრუნდი და ბუმბულის შეგროვება დავიწყე. კი გაუკვირდათ, ეს კაცი რას აკეთებს, რა ჯანდაბად უნდაო. #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი