ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარირჩევები მშობლებს"ბავშვის დამუნათება, რომ მის გამო რაღაცას აკეთებთ, რაიმეზე უარს ამბობთ, ძალიან სტრესულია....

“ბავშვის დამუნათება, რომ მის გამო რაღაცას აკეთებთ, რაიმეზე უარს ამბობთ, ძალიან სტრესულია. შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალდებულებისა და დანაშაულის განცდა ჰქონდეს“

სადღესასწაულო დღეები გვიახლოვდება და როგორ წესი, ამ პერიოდს ბავშვები განსაკუთრებით აღნიშნავენ. თოვლის ბაბუას, საჩუქრების მიღებას ელოდებიან. გართობა, საყვარელ ადამიანებთან, თანატოლებთან ერთად ყოფნა სურთ. თუმცა, შესაძლოა, ამ პერიოდს გარკვეული იმედგაცრუებებიც თან ახლდეს. როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ ჰქონდეს და ემოციურადაც და ფიზიკურადაც ზედმეტად არ გადაიღალოს – თემაზე მწერალი, ფსიქოლოგი და წერის საავტორო სკოლის დამფუძნებელი გურამ მეგრელიშვილი გვესაუბრება:

– გადაჭარბებული მოლოდინები შფოთვას იწვევს, რომელიც შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ორი საკითხი უნდა განვსაზღვროთ და შევეცადოთ, ზღვარი გავავლოთ. პირველი – ბავშვს ოცნება საერთოდ არ უნდა მოვუკლათ და პატარა ასაკშივე არ უნდა ვუთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მეორე – არ შევუქმნათ ილუზია, რომ რასაც ინატრებს, ყველაფერი აუსრულდება. პირველ რიგში, როდესაც მსგავს საკითხზე ვსაუბრობთ, ასაკი უნდა განვსაზღვროთ. ლოგიკურია, რომ 5 წლის ბავშვი შეიძლება, თოვლის ბაბუას ელოდებოდეს. მაგრამ, თუ 16 წლის მოზარდი კვლავ თოვლის ბაბუას ელოდება, მაშინ ან მანიპულაციას აქვს ადგილი, ან გარკვეული ტიპის ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ის მიდგომა, რომ ზოგიერთი მშობელი შვილს თავიდანვე ეუბნება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ფიქრობს, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, გარკვეული ტიპის ოცნებების მსხვრევას უკავშირდება. თუ ბავშვს თოვლის ბაბუის სჯერა, მაგრამ ითხოვს ისეთ ნივთებს, რომელთა შეძენასაც მშობელი ვერ ახერხებს, შეუძლია, უთხრას, რომ თოვლის ბაბუასაც გარკვეული რესურსები აქვს და შეიძლება, მიტანა ვერ შეძლოს. ამიტომ, შესთავაზეთ ორი ალტერნატიული წერილის დაწერა, რომ არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ერთის მიტანას თუ ვერ შეძლებს, მეორე ხომ აუსრულდება. თუ ბავშვს თოვლის ბაბუის არ სჯერა, მაშინ ხვდება, რომ საჩუქარი მშობელმა უნდა მიუტანოს. ამ შემთხვევაში, მშობელმა შეიძლება, შვილს უთხრას, რომ მას გარკვეული შეზღუდული რესურსები აქვს. თუმცა, ეს უნდა მივაწოდოთ ისე, რომ სტრესული არ იყოს და ბავშვს დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდეს. არ იფიქროს, რომ საჩუქრის გამო დედას ან მამას წვალება უწევთ. დამუნათება, რომ მის გამო რაღაცას აკეთებთ, რაიმეზე უარს ამბობთ, ძალიან სტრესულია. შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალდებულებისა და დანაშაულის განცდა ჰქონდეს. ამიტომ, კარგი ვარიანტია, თუ მშობელი შვილს ეტყვის, დაახლოებით, რა ბიუჯეტის ფარგლებში აპირებს საჩუქრის შერჩევას და შერჩევის პროცესში თავადაც ჩართავს. სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი