უკვე 10 საუკუნეა ყველანაირ ფიზიკურ კანონს ეწინააღმდეგება. მაინც ამაყად დგას და დღემდე აოცებს მნახველს.
წმინდა თეოდორას ტაძარი საბერძნეთში, ნახევარკუნძულ პელოპონესზე მდებარეობს. ბიზანტიური სტილის ტაძრის სახურავზე ამოსულ 30 მეტრამდე სიმაღლის 17 ხეს უყურებ და თავში უპასუხო კითხვების კორიანტელი დგება. როგორ? რანაირად? და ასე დაუსრულებლად… ეს პირველი ემოციებია ტაძარში შესვლამდე. აი, შიგნით შესულს კი მეორე გაოცება გელით.
ხეების ფესვები კედლებში დაქსელილი. უკვე საუკუნეებია ყველანაირი ფიზიკურ კანონს ეწინააღმდეგება. ამ უჩვეულო და ამოუცნობი ფენომენის გამო ტაძარი გინესის წიგნშია შეტანილი.
ლეგენდა, რომელიც ტაძარს უკავშირდება – ვინ იყო თეოდორა?
ერთი ვერსიით, წმინდა ავგუსტა თეოდორა, მაკედონიის დინასტიის იმპერატორ კონსტანტინე IX – ის ქალიშვილი იყო. მეორე ლეგენდის თანახმად საბერძნეთში, ბიზანტიის ბატონობის დროს, ოჯახიდან ჯარში თუ კი ვინმე არ წავიდოდა, დიდი ჯარიმის გადახდა ევალებოდა, მიუხედავად იმისა, ბიჭი ჰყავდათ თუ არა. ერთ-ერთ ოჯახს ქალიშვილები ჰყავდა, ჯარიმის გადახდის საშუალება კი არ ჰქონდა. 17 წლის უფროსმა გოგომ, ავგუსტა თეოდორამ, გადაწყვიტა ეხსნა მშობლები დიდი გადასახადისგან და ასეთი გამოსავალი მოძებნა. გადაიცვა ბიჭის ტანსაცმელი და ჯარში წავიდა.
ამავე ლეგენდის თანახმად, ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი თეოდორა, სოფელში, ერთ გოგონას შეჰყვარებია და იმის გამო, რომ საპასუხო გრძნობა ვერ მიუღია, შური იძია. ვრცლად წაიკითხეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები