დედა დედოფალი ელიზაბეთი ბოუზ-ლიონი 2002 წელს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შთამბეჭდავი ქონება დაუტოვა შვილიშვილებს. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილმა მემკვიდრეობა თანაბრად არ გაანაწილა.
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ელიზაბეთის მემკვიდრეობამ შვილიშვილებისთვის თითქმის 100 მილიონი დოლარი შეადგინა. და ბოუს-ლიონმა ამ თანხის დაგროვება ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო.
2000-იან წლებში სამეფო რეპორტიორებმა განაცხადეს, რომ დედოფალმა პრინც ჰარის უფრო მეტი ფული დატოვა, ვიდრე პრინცი უილიამს, რადგან ამ უკანასკნელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კორნუოლის საჰერცოგოს ქონებაზე ექნებოდა წვდომა, რომლითაც მას მილიონების გამომუშავება შეეძლო. თუმცა, Forbes-ის მიერ მოყვანილი უახლესი მონაცემებით, ჰარიმ ბებიისგან ერთი პენიც კი ვერ მიიღო.
ეს გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ დედა დედოფალი შვილიშვილებს ძალიან განსხვავებულად ეპყრობოდა. „გარდაცვლილმა დედა დედოფალმა პრინცი უილიამი ჩაიზე დაპატიჟა და მას მომავალზე ესაუბრა, ხოლო პრინცი ჰარი არ იყო მიწვეული ამ ჩაის წვეულებებზე“, – აღნიშნავს სამეფო ბიოგრაფი ანგელა ლევინი მეხუთე არხის დოკუმენტურ ფილმში „პრინცი ჰარი: პრობლემური პრინცი“.
რაც შეეხება ოჯახურ შეკრებებს, ელიზაბეთი ყოველთვის უნახავდა უილიამს ადგილს მის გვერდით. ” დედა დედოფალი ყოველთვის ზრუნავდა, რომ პრინცი უილიამი მის გვერდით მჯდარიყო. ჰარი სად დაჯდებოდა, არ აინტერესებდა“, – ამბობს მწერალი რიჩარდ ქეი
სხვათა შორის, უილიამი დედოფლის ერთადერთი ფავორიტი არ ყოფილა. ის ასევე გამოარჩევდა ჩარლზს. ისიც თბილად ეპყრობოდა ბებიას და გულსაც ხშირად უშლიდა.
ამავდროულად, ელიზაბეტი ვერ იტანდა ჩარლზის მეუღლეს, პრინცესა დიანას. “მიუხედავად იმისა, რომ იგი მზად იყო მთელი თავისი დრო დაეთმო ჩარლზისთვისს, ცხადი იყო, რომ დედა დედოფალი კატეგორიულად არ იღებდა უელსის პრინცესას. მას შემდეგ, რაც დიანა და ჩარლზი დაშორდნენ, დიანა პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, არასოდეს გამიგია მისი სახელი დედოფლის თანდასწრებით ეხსენებინოთ.”, – ამბობს ელიზაბეთის ყოფილი ქვეშევრდომი, მაიორი კოლინ ბერგესი, Daily Mail-თან საუბარში.
ჭორების თანახმად, ელიზაბეთმა დიანას “სულელი გოგო” უწოდა და ყოველმხრივ მხარს უჭერდა და ხელს აფარებდა ჩარლზის რომანს კამილა პარკერ-ბოულსთან. წყარო
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები