რამდენი უქმე დღე დარჩა 2023-2024 სასწავლო წლის დასრულებამდე და რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
მოსწავლეები

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე სემესტრი კი 15 იანვრიდან განახლდება.

2023-2024 სასწავლო წლის დასრულებამდე ოფიციალურად უქმე დღეებია:

  • 7 იანვარი – შობა
  • 19 იანვარი – ნათლისღება
  • 3 მარტი – დედის დღე
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საგაზაფხულო არდადეგები კი ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

2023-2024 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი – 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

გაუზიარეთ ეს სტატია
განათლების მიმოხილვის რედაქტორი. სწავლობდა თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შენი განათლების გამომცემლობის დამფუძნებელი ჟურნალისტი.
კომენტარები ჯერ არ არის