სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedროგორ გამოვიმუშაოთ დროის სწორად განაწილების უნარი

როგორ გამოვიმუშაოთ დროის სწორად განაწილების უნარი

ალბათ, ბევრჯერ გიკითხავთ თქვენი თავისთვის, რა არის წარმატებული ადამიანების საიდუმლო და რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად. პასუხი ზუსტად იმდენგვარია, რამდენი წარმატებული ადამიანიც არსებობს, ყველა გზას წარმატებისკენ თავისი ,,ფორმულით” გადის, თუმცა, ცხადია, ამ ფორმულაში ერთ-ერთი უნთავრესი პუნქტი, დროის სწორად განაწილების უნარია.

თუ მიგაჩნიათ, რომ დროის სწორად განკარგვა თქვენი ძლიერი მხარე არაა, ნუ იდარდებთ, ამ უნარის გამომუშავებას სისტემატური და თანმიმდევრული შრომით შეძლებთ.

როგორ?

დაადგინეთ, რა გაკარგვინებთ დროს ფუჭად

თუ დრო არასდროს გყოფნით, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას აკეთებთ არასწორად, რა “იპარავს” თქვენს დროს და რა გიშლით ხელს, რომ ხორცი შეასხათ დასახულ მიზნებს.

ბრაიან თრეისის თქმით, ადამიანები უფრო მარტივად აღწევენ წარმატებას, როცა თავიანთ მიზნებს აღქმად ფორმას აძლევენ – წერენ. ამ სტრატეგიის გამოყენება ჩვენ შემთხვევაშიც სასარგებლოა.

ჩამოწერეთ ყველა ის მიზეზი, რომლებიც ხელს გიშლით ჭკვიანურად განკარგოთ თქვენი დრო. მეორე ეტაპი მოქმედებაა. ყველამ ვიცით, დაავადების სამკურნალოდ მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა საკმარისი არაა. თქვენც ისე უნდა მოიქცეთ, როგორც გამოცდილი ექიმი მოიქცეოდა – დაიწყეთ იმაზე ფიქრი და მუშაობა, როგორ აღმოფხვრათ ქრონიკული უდროობის გამომწვევი მიზეზები.

დაისახეთ პრიორიტეტები

ადამიანი ყოველდღიურად უამრავ საქმეს აკეთებს. მათ შორის ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი და სასწრაფო არაა. თუ გინდათ თქვენი პროდუქტიულობა მაქსიმალურად გაზარდოთ, მკაფიოდ გამიჯნეთ პირველხარისხოვანი საქმეები მეორეხარისხოვანისგან და დღე დაიწყეთ პირველხარისხოვანი საქმის შესრულებით.

პრიორიტეტული საქმეებისთვის უპირატესობის მინიჭება, გარდა იმისა, რომ თავიდან აგარიდებთ მნიშვნელოვანი საქმის შეუსრულებლობით გამოწვეულ შფოთვას, გაგხდით უფრო პროდუქტიულს და გამოგითავისუფლებთ დროს სხვა საქმეების გასაკეთებლად.

ცხადია, იმის განსაზღვრა, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული საქმე, ყველაზე კარგად თავად შეგიძლიათ. მაგრამ, ქართული ანდაზის არ იყოს, თუ მიიჩნევთ, რომ წინა კაცი უკანას ხიდია და სხვისი გამოცდილების გაზიარებაც მნიშვნელოვანია, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული პრეზიდენტის ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა გამოგადგებათ.

ეიზენჰაუერის მატრიცა დაგეხმარებათ სწორად დასახოთ პრიორიტეტები, ფუჭად არ დახარჯოთ დრო უმნიშვნელო საქმეებზე და ყურადღება მნიშვნელოვნისკენ მიმართოთ. მატრიცაში 4 კვადრატია, რომლებშიც თქვენი საქმეები იმის მიხედვით უნდა გაანაწილოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ისინი ან პირიქით:

პირველ კვადრატში ჩაწერეთ – მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები.

მეორეში – მნიშვნელოვანი და არასასწრაფო საქმეები.

მესამეში – არამნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები.

მეოთხეში – არამნიშვნელოვანი და არასასწრაფო საქმეები.

მას მერე, კი რაც დაახარისხებთ თქვენს საქმეებს და განსაზღვრავთ, რომელ კვადრატში უნდა მოაქციოთ თითოეული მათგანი:

მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები – გააკეთეთ.

მნიშვნელოვანი და არასასწრაფო საქმეები – დაგეგმეთ.

არამნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები – გადაანაწილეთ.

არამნიშვნელოვანი და არასასწრაფო საქმეები – წაშალეთ.

დაგეგმეთ თქვენი დრო

საჭადრაკო პარტიის მოსაგებად თითოეული სვლის ყურადღებით დაგეგმვა და ფიქრია საჭირო. მხოლოდ ასე შეიძლება უპირატესობის მოპოვება და ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება. დრო თქვენი აბსტრაქტული მეტოქეა. საიმისოდ, რომ მასთან დაპირისპირებაში გამარჯვება დაგრჩეთ, გეგმა დაგჭირდებათ.

ყოველი დღის ბოლოს გამოყავით 10-15 წუთი მომდევნო დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეების გეგმის შესადგენად და პრიორიტეტულობისა და ,,საჩქაროობის” გათვალისწინებით ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. გეგმა დაგეხმარებათ მაქსიმალურად კონცენტრირდეთ სამუშაოზე და გააკეთოთ თქვენი საქმე მშვიდად და თანმიმდევრულად.

ყოველდღიური გეგმის ერთ-ერთი დადებითი მხარე თვალსაჩინოებაცაა. მისი დახმარებით მარტივად გაარკვევთ, რამდენი საქმის გაკეთება თუ ვერგაკეთება მოასწარით დღის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, ანალიზის შესაძლებლობას მოგცემთ და დაგანახებთ, რაში უშვებთ შეცდომას, რა გაქვთ დასახვეწი ან პირიქით, რა გამოგდით კარგად. ამგვარი რეფლექსია აღმოგაჩენინებთ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარებს, გაგხდით უფრო მოტივირებულს და იმაშიც დაგეხმარებათ, სხვა დროს უკეთ დაგეგმოთ თქვენი დღე.

დააწესეთ დროის ლიმიტი

დროის ეფექტიანდ განაწილების ერთ-ერთი მთავრი ასპექტი გასაკეთებელი საქმისთვის კონკრეტული დროის გამოყოფაა. სანამ საქმეს დაიწყებთ, წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენ დროს დაუთმობთ მას. მართალია, ყოველთვის იარსებებს იმის ალბათობა, რომ საქმე ჩაფიქრებულ ვადაში ვერ მოასწროთ, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ ფოკუსირდეთ მასზე და იყოთ უფრო პროდუქტიული, ვიდრე დროს არ დათქმის შემთხვევაში იქნებოდით.

დროის ერთ მონაკვეთში გააკეთეთ ერთი საქმე

არსებობს მითი იმაზე, რომ რამდენიმე საქმის ერთად კეთება დროს ზოგავს და ადამიანს უფრო პროდუქტიულს ხდის. სინამდვილეში ასე არაა. ჩვენს ტვინს უჭირს განსხვავებულ საკითხებზე ერთდროულად კონცენტრირება და ყველას ხარისხიანად შესრულება. ამიტომაც ახალი საქმე მას მერე დაიწყეთ, რაც წინას მორჩებით.

თუ მაინც მიიჩნევთ, რომ რამდენიმე საქმის ერთად კეთება თქვენთვის კომფორტულია და უფრო ნაყოფიერიც, სცადეთ პარალელურად ის საქმეები გააკეთოთ, რომლებიც მსგავს გონებრივ აქტივობას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში თქვენს ტვინი მარტივად ფოკუსირდება თითოეულ მათგანზე და საქმის კარგად შესრულების ალბათობაც დიდია.

გახსოვდეთ, დასვენება სწორად განაწილებული დროის აუცილებელი კომპონენტია

საიმისოდ, რომ იმუშაოთ ნაყოფიერად, აუცილებელია დაისვენოთ.

დასვენებაში, ცხადია, არ იგულისხმება მხოლოდ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მოწყობილი განტვირთვა, დასვენებაა საქმეებს შორის რელაქსისთვის გამოყოფილი შუალედიც.

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ტონი შვარცი წიგნში ,,ის, როგორც ვმუშაობთ, არ მუშაობს” აღწერს მიზეზებს, რომლებიც თანამედროვე ადამიანის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სამუშაო დროის ისე დაგეგმვაა, რომ საქმეებს ან აქტივობებს შორის არ იყოს გათვალისწინებული მცირე (10-15-წუთიანი მაინც) შუალედები დასვენებისთვის.

ეფექტიანი და ნაყოფიერი მუშაობის შვარცისეული ფორმულა მარტივია: საქმეზე ფოკუსირება, შემდეგ დასვენება, საქმეზე ფოკუსირება, შემდეგ ისევ დასვენება.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
პენელოპე კრუსი -“ინსტაგრამზე ჩვენი შვილების სურათებს ვერასდროს იხილავთ”

პენელოპე კრუსი -“ინსტაგრამზე ჩვენი შვილების სურათებს ვერასდროს იხილავთ”

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი