არავის ეგონოს, რომ გახარებული ვარ მისი სიკვდილით, ძალიან ვნანობ“ – რას ყვება გოგონა, რომელსაც დედა არასაჭირო სამედიცინო პროცედურებით აწამებდა

არავის ეგონოს, რომ გახარებული ვარ მისი სიკვდილით, ძალიან ვნანობ“ – რას ყვება გოგონა, რომელსაც დედა არასაჭირო სამედიცინო პროცედურებით აწამებდა | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

რვა წლიანი პატიმრობის შემდეგ ახლახან ციხიდან გათავისუფლდა ჯიპსი როუზ ბლანჩარი – გოგონა, რომელსაც დედამ 23 წელი ეტლში გაატარებინა და ჯანმრთელ ადამიანს უამრავ სამედიცინო პროცედურას თვითნებურად უტარებდა. როგორც ცნობილია, ჯიპსი და მისი ბოიფრენდი გოგონას დედის მკვლელობის გამო გაასამართლეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ როუზ ბლანშარმა გამოცემა People-ს გაუმხილა, თუ რას გრძნობდა დედის წნეხის ქვეშ მყოფი. “ეს იყო პანიკა და სასოწარკვეთა, ის ჩემთვის კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა, რომელიც არ მინდოდა და ვეხვეწებოდი, რომ გადაეფიქრებინა.” – განუცხადა როუზ ბლანშარმა გამოცემას.

წლების განმავლობაში ჯიპსის დედა, დი-დი ბლანჩარი ქალიშვილს ექიმებთან დაატარებდა და გოგონას უამრავ არასაჭირო სამედიცინო პროცედურას უტარებდა. ქალმა დაარწმუნა ქალიშვილი და სხვა ადამიანები, რომ გოგონას მრავალი სერიოზული დაავადება აწუხებდა. ვარაუდობენ, რომ ჯიპსი როუზი მუნჰაუზენის გახანგრძლივებული სინდრომის მსხვერპლი გახდა – ეს ძალადობის იშვიათი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს თავის ან ბავშვის ავადობას, რათა სხვების ყურადღება მიიპყროს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჯიპსი როუზმა, რომელმაც ათწლიანი სასჯელი რვა წელიწადში მოიხადა, იმ ოპერაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც დედამისს მისთვის უნდა გაეკეთებინა, თუმცა აღარ დასცალდა. „დაგეგმილი იყო ოპერაცია ხორხზე, რადგან დედაჩემი თვლიდა, რომ ხმის იოგებზე რაღაც მჭირდა. ზედმეტად მაღალი ხმა გაქვსო. მეუბნებოდა, რომ მალე სუნთქვა გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი“.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მაგრამ ჯიპსი როუზის დედამ ოპერაციის საჭიროების განხილვაზეც კი უარი თქვა. „ მაშინვე მითხრა, მაინც მოგიწევს ამის გაკეთებაო… მაშინ გავიფიქრე, რომ ასე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი“ – ამბობს ჯიპსი. წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). არავის ეგონოს, რომ გახარებული ვარ მისი სიკვდილით, ძალიან ვნანობ“ – რას ყვება გოგონა, რომელსაც დედა არასაჭირო სამედიცინო პროცედურებით აწამებდა. 9 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/არავის-ეგონოს-რომ-გახარე/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  „ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ…“ – სასწაული, რომელიც ივლიტას ტაძარში ხდება

შენი განათლება. (2026). არავის ეგონოს, რომ გახარებული ვარ მისი სიკვდილით, ძალიან ვნანობ“ – რას ყვება გოგონა, რომელსაც დედა არასაჭირო სამედიცინო პროცედურებით აწამებდა. 9 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/არავის-ეგონოს-რომ-გახარე/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. არავის ეგონოს, რომ გახარებული ვარ მისი სიკვდილით, ძალიან ვნანობ“ – რას ყვება გოგონა, რომელსაც დედა არასაჭირო სამედიცინო პროცედურებით აწამებდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network